Accentnews.ge
ბანგლადეშში საჰაერო ძალების თვითმფრინავი კოლეჯის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი

ბანგლადეშში საჰაერო ძალების თვითმფრინავი კოლეჯის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი

21/07/2025 17:52:00 მსოფლიო

ბანგლადეშში საჰაერო ძალების თვითმფრინავი კოლეჯის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბანგლადეშის საჰაერო ძალების F-7 BGI-ის ტიპის სასწავლო თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქ დაკაში მდებარე, Milestone School and College-ის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და კოლეჯის შენობას შეეჯახა.

ექიმების განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის უმეტესობა ბავშვები და მოზრდილები არიან, რომლებიც სხვადასხვა სახის დამწვრობით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ბანგლადეშის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა, მუჰამედ იუნუსმა განაცხადა, რომ მთავრობა ავიაკატასტროფის მიზეზის გამოძიების მიზნით ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს.

„ამ კატასტროფის შედეგად საჰაერო ძალების, სტუდენტების, მშობლებისა და მასწავლებლების მიერ განცდილი დანაკარგი აუნაზღაურებელია“, - განაცხადა მუჰამედ იუნუსმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S