
ვოლოდიმირ ზელენსკი: ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა შემატყობინა, რომ რუსულ მხარეს შეხვედრა მომდევნო კვირას შესთავაზა
20/07/2025 14:15:22 მსოფლიო
უმეროვმა რუსულ მხარეს მომდევნო კვირას შესთავაზა შეხვედრა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა უმეროვმა შემატყობინა, რომ რუსულ მხარეს მომდევნო შეხვედრა მომდევნო კვირას შესთავაზა. მოლაპარაკებების დინამიკა გასაზრდელია. ყველაფერია გასაკეთებელი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. და რუსულ მხარემ გადაწყვეტილებებისგან დამალვა უნდა შეწყვიტოს,” - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა დააანონსა.
“გრძელდება რუსულ მხარესთან საუბარი გაცვლებზე - ვაგრძელებთ სტამბოლში ბოლო შეხვედრის ვალდებულებების შესრულებას. ახლა გუნდი კიდევ ერთ გაცვლაზე მუშაობს…
ტყვეთა გაცვლა. ბავშვების დაბრუნება. მკვლელობების შეწყვეტა. და საჭიროა ლიდერების დონეზე შეხვედრა, რათა რეალურად უზრუნველვყოთ მშვიდობა - ნამდვილად ხანგრძლივი. უკრაინა მზად არის ასეთი შეხვედრისთვის”,- განაცხადა ზელენსკიმ.