
უკრაინელი ოლექსანდრ უსიკი მეორედ გახდა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი კრივში
20/07/2025 10:15:22 სხვა
ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე საკრივო საღამო გაიმართა, რომლის მთავარ ბრძოლაში შედგა სუპერმძიმე წონაში დაპირისპირება უკრაინელ ალექსანდრ უსიკსა და ბრიტანელ დანიელ დუბუას შორის.
ეს იყო მატჩრევანში. მათი პირველი ბრძოლა 2023 წელს გაიმართა და მაშინ უსიკმა მეცხრე რაუნდში ნოკაუტით მოიგო. ამჯერად დუბუამ ხუთი რაუნდიც ვერ გაძლო.
პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, უკრაინელი ერიდებოდა ახლო ბრძოლაში შესვლას და დარტყმებს მეტოქისგან კორპუსში. ამიტომაც უსიკი შორი დისტანციიდან იბრძოდა და ძირითადად ჯებს იყენებდა, რის შემდეგადაც პირდაპირი დარტყმებიც აამოქმედა.
ჩემპიონმა მეორე რაუნდიდან მოიპოვა ინიციატივა. დუბუას ერთი შანსიც არ ჰქონია, მაგრამ არაფერი მოასწავებდა იმ კატასტროფას, რომელიც ბრიტანელს მეხუთე რაუნდში შეემთხვა. მან მეტოქის ბაგირებთან მიმწყვდევა განიზრახა, მაგრამ დარტყმების გაცვლისას შეცდომა დაუშვა და ნოკდაუნში აღმოჩნდა. ამ შოკიდან გონს მოსვლა ვერ მოასწრო და დუბუა იქვე მეორედ ჩავარდა ნოკდაუნში. ამის შემდეგ ბრიტანელი ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა და რეფერიმ ბრძოლა გააჩერა.
უსიკისთის ეს იყო მეორე ვადამდელი მოგება მძიმე წონაში – ორივე შემთხვევაში დუბუა დაეცა. ის პირველი მოკრივეა, ვინც სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მეორედ გახდა. ის ასევე აბსოლუტური ჩემპიონი იყო პირველ მძიმე წონაში. ასე რომ, ალექსანდრ უსიკი ერთადერთი მებრძოლია კრივის ისტორიაში, ვინც სამჯერ ყოფილა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი. კანელო ალვარესს, ტერენს კროუფორდსა და ნაოია ინოუეს კარიერაში ორ-ორი ასეთი ტიტული აქვთ.
2025 წელს უსიკს 38 წელი შეუსრულდა. მისი სიტყვებით, კარიერის დასრულებამდე მას ორი ბრძოლა დარჩა. ამაში იგულისხმებოდა უკვე მოგებული რევანში დუბუასთან. ბოლო ბრძოლისთვის უკრაინელი ექსპერიმენტებისთვისაც მზადაა: პოტენციურ მეტოქეებს შორის არიან UFC-ს ყოფილი ჩემპიონი ალექს პერეირა და თვით ჯეიკ პოლი, რომლის დამარცხება უსიკს MMA-ს წესებით სურს.
დუბუასთან ბრძოლის შემდეგ უსიკმა განაცხადა, რომ სამი თვე სჭირდება დასვენებისთვის. მან არ გამორიცხა ტრილოგია ტაისონ ფიურისთან, რომელმაც მანამდე დააანონსა მესამე შეხვედრა 2026 წლის აპრილში. თუმცა ამ მხრივ ოფიციალური ანონსი პრომოუტერების მხრიდან არ ყოფილა.