
შანა უოთერსტოუნს ლაგოდეხის ბლუზ-ვილიჯის სცენაზე იხილავთ - თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი გრძელდება
18/07/2025 19:40:00 საზოგადოება, რეკლამა
ლაგოდეხში ბლუზ-საღამოები გრძელდება და ზაფხულის ვიქენდების სასიამოვნოდ გასატარებლად, თიბისი კვლავ ბლუზ-ვილიჯში გეპატიჟებათ.
გამორჩეული საღამო, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ - 19 ივლისს, ბლუზ-ვილიჯის სცენაზე ფესტივალის რეზიდენტი - განუმეორებელი შანა უოთერსტოუნი (Shanna Waterstown) დადგება - ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენელი, რომელიც გოსპელის ტრადიციებზე გაიზარდა; ბლუზისა და სოულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებელი, ბენდთან ერთად თავის სამყაროში გამოგზაურებთ.
თბილი, ძლიერი და ავთენტური ხმა, ორიგინალური კომპოზიციები და მისი მუსიკა, რომელიც ყველას გულს იპყრობს - ასეთია ამერიკელი არტისტი, რომელიც პარიზში ცხოვრობს და ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალს ევროპული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს.
ლაგოდეხის საერთაშორისო ბლუზ ფესტივალის კონცერტები წელსაც ნამდვილ მუსიკალურ მოვლენად იქცა - სცენაზე ერთმანეთზე გამორჩეული არტისტები ავიდნენ. ფესტივალმა დიდი ენერგია, გულწრფელი გრძნობები და დაუვიწყარი მუსიკა გააერთიანა. მაყურებელმა კი, თითოეული ბგერით ისიამოვნა.
2 აგვისტოს ჩათვლით, ბლუზ-ვილიჯის კარი თქვენთვის ღიაა და გელოდებიან იქ, სადაც მუსიკა, ემოციები და თავისუფლება ერთიანდება.