Accentnews.ge
საქართველოში საფრანგეთის ელჩი: უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად

საქართველოში საფრანგეთის ელჩი: უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად

18/07/2025 19:16:00 პოლიტიკა

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„უვიზო მიმოსვლა ორმხრივ ვალდებულებებს ეფუძნება. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად. ორმხრივი პატივისცემა საკვანძოა ორმხრივი სარგებლების დასაცავად“, - წერს გასრი.

შეგახსენებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის 2024 წლის დეკემბრის ანგარიშის შესაბამისად, ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს 8 რეკომენდაციის შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავს, დაიწყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი.

რეკომენდაციები ითვალისწინებს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის უფლების დაცვასა და დისკრიმინაციის აკრძალვას. ასევე — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმებას, სავიზო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობას და სხვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S