Accentnews.ge
ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ - მას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს კვერცხი ესროლეს

ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ - მას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს კვერცხი ესროლეს

18/07/2025 19:09:00 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.

ოპოზიციოონერ პოლიტიკოსს ქუჩაში, კვერცხი იმ დროს ესროლეს, როდესაც ის „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში საუბრობდა.

ინციდენტის შემდეგ მასსა და თავდამსხმელს შორის როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მოქალაქემ ტერიტორია დატოვა.

„ეს იქნებოდა დაორგანიზებული. იცოდნენ, სადაც ვიყავი და ცხადია, ამას გააკეთებდნენ. პასუხი მიიღო. ესაა რეალობა, რაშიც ვცხოვრობთ, დღეს კვერცხი ისროლეს, ხვალ იარაღს ისვრიან. პასუხი მიიღო. ყველა ასე მიიღებს პასუხს. არავის ეშინია. დედას გიტირებთ ქართველი ხალხი. გაიქცა, არ ვიცი, ვინ არის. დედას გიტირებ კობახიძე, შე ზღმურტლიანო და შენც, მდინარაძე. ივანიშვილს თუ არ დავამხობთ, მაგასაც ვნახავთ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S