
ფონიჭალაში, 14 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
16/07/2025 16:32:00 სამართალი
ფონიჭალაში, 14 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები საკუთარ საცხოვრებელ სახლში თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს მაცივარში გამავალმა დენმა დაარტყა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.