
„აქსიოსი“: აშშ პირველ ეტაპზე ნატო-ს მოკავშირეებს დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს
15/07/2025 01:00:00 მსოფლიო
პირველ ეტაპზე აშშ ნატო-ს მოკავშირეებს დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, – ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
„მიწოდებები, რომლებიც საბოლოო ჯამში უკრაინისთვის არის განკუთვნილი, მოიცავს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა, თავდაცვის საშუალებებსა და საარტილერიო ჭურვებს“, – წერს გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა „აქსიოსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მოსკოვი 50 დღის ვადაში უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, რათა თავიდან აიცილოს მკაცრი სანქციები და ტარიფები