
დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის გასაგზავნად ნატო-სთან შეთანხმებას მიაღწია
14/07/2025 16:38:00 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის გასაგზავნად ნატო-სთან შეთანხმებას მიაღწია.
„ჩვენ საუკეთესო შეიარაღება გვაქვს, საუკეთესო რაკეტები გვაქვს, ევროპულმა ქვეყნებმა ეს იციან და დღეს შეთანხმებას მივაღწიეთ. დღეს შეთანხმებას მივაღწიეთ, რომლის მიხედვითაც ჩვენ მათ იარაღს გავუგზავნით და ისინი კი ამის საფასურს გადაიხდიან. ჩვენ არაფერს გადავიხდით, ჩვენ ვაწარმოებთ და საფასურს ისინი გადაიხდიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, იარაღი ნატო-ს მეშვეობით უკრაინას გადაეცემა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება. ეს არის მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღება, რომლის შეძენაც აშშ-სგან მოხდება და ნატო-ს გადაეცემა, შემდეგ კი ბრძოლის ველზე სწრაფად გადანაწილდება. მას უკრაინა მიიღებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.