Accentnews.ge
Amnesty International: საბა ჯიქია გაასამართლეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცედურების გამოყენების გარეშე

Amnesty International: საბა ჯიქია გაასამართლეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცედურების გამოყენების გარეშე

12/07/2025 10:01:34 პოლიტიკა, სამართალი

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ეხმაურება 19 წლის დემონსტრანტის, საბა ჯიქიასთვის 4,5 ლიანი პატიმრობის მისჯას. სხვა დარღვევებთან ერთად, ორგანიზაციის კრიტიკის საგანია ისიც, რომ მოზარდი, რომელიც დაკავების მომენტში ჯერ კიდევ 18 წლის იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცედურების გამოყენების გარეშე გაასამართლეს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება არის სპეციალური პროცედურებისა და მიდგომების ერთობლიობა, რომელიც ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში გამოიყენება 21 წლამდე ბრალდებულებთან. ამ მიდგომით, პრიორიტეტი უნდა იყოს მოზარდი ბრალდებულის რეაბილიტაცია და არა მხოლოდ მისი დასჯა.

“საბა ჯიქიას სასამართლოს ჩრდილი მიადგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცედურების გამოუყენებლობის გამო, რომელიც ქართული კანონმდებლობთ, გამოიყენება 18-დან 21 წლამდე ბრალდებულებისთვისაც. მის წინააღმდეგ მტკიცებულებები მოიცავდა ვიდეოჩანაწერებს, რომელთა მოპოვების წესსაც დაცვის მხარე აპროტესტებდა და ბრალდების მხარის ექსპერტების დასკვნებს, რომელთა ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა მას [ადვოკატს] არ ჰქონია”, – აცხადებს დენის კრივოშეევი, ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე.

10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას 1-ელ დეკემბერს, ნაშუაღამევს, დარბევების პერიოდში, აქციაზე გდდ-ს თანამშრომელ, სპეცრაზმელ ბექა გოტიაშვილზე წიხლის ჩარტყმას ედავებოდნენ. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბექა გოტიაშვილის ჩვენების მიხედვით, ის წაიქცა და წიხლი მიაყოლეს. თვითონვე ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S