Accentnews.ge
ოკუპირებული ცხინვალი „ეროვნული კუპიურის“ გამოშვებას გეგმავს

ოკუპირებული ცხინვალი „ეროვნული კუპიურის“ გამოშვებას გეგმავს

11/07/2025 14:27:00

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ეროვნული ბანკი და რუსული სააქციო საზოგადოება „გოზნაკი“ პირველი „ეროვნული კუპიურის“ შექმნაზე, ასევე სამახსოვრო და ტურისტული მონეტების გამოშვებაზე შეთანხმდნენ.

დე ფაქტო საფინანსო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეთანხმებას „ეროვნული ბანკის“ თავმჯდომარეს სოსლან ბეკოევს, სს „გოზნაკის“ გენერალურ დირექტორს არკადი ტრაჩუკსა და საერთაშორისო საქმიანობისა და ბიზნესის განვითარების საკითხებში მის მოადგილეს ანდრეი კურიატნიკოვს შორის შეხვედრისას მიაღწიეს.

ოკუპირებულ აფხაზეთსაც აქვს თავისი „ვალუტა“ - აფსარი, თუმცა ის ყოველდღიურ მიმოქცევაში არ გამოიყენება და მხოლოდ სამახსოვრო და საკოლექციო დანიშნულება აქვს. საქართველოს ამ ორ ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმოქცევაში რუსული რუბლია. სავარაუდოდ, ასეთივე სიმბოლური დატვირთვა ექნება ცხინვალში გამოშვებულ ბანკნოტსაც, რომლის სახელწოდებაც, ჯერჯერობით, უცნობია.

2013 წელს ცხივნალში "ეროვნული ვალუტა" „ზარინი“ (ოქრო) გამოუშვეს, თუმცა მხოლოდ სამახსოვრო და საინვესტიციო მონეტების სახით.

ახალი ბანკნოტის პრეზენტაციას სექტმბერში აპირებენ, ცხინვალში დაგეგმილ პირველ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე - „სამხრეთ ოსეთი. ინვესტიციები მომავალში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S