Accentnews.ge
მედია: დონალდ ტრამპი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების მექანიზმს გამოიყენებს

მედია: დონალდ ტრამპი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების მექანიზმს გამოიყენებს

11/07/2025 13:45:00 მსოფლიო

მეორე ვადის განმავლობაში პირველად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების მექანიზმს გამოიყენებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, პაკეტის ღირებულება დაახლოებით 300 მილიონ დოლარს შეადგენს.

„როიტერის“ ცნობით, დახმარების პაკეტი შეიძლება მოიცავდეს როგორც „პეტრიოტის“ სისტემის რაკეტებს, ასევე საშუალო მანძილზე მოქმედ რაკეტებსაც.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას მეტ იარაღს გაუგზავნის, რათა ქვეყანამ რუსეთის მხრიდან განხორციელებული შეტევებისგან თავის დაცვა შეძლოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S