Accentnews.ge
პენტაგონი: აშშ უკრაინაში დამატებით თავდაცვით იარაღს აგზავნის

პენტაგონი: აშშ უკრაინაში დამატებით თავდაცვით იარაღს აგზავნის

08/07/2025 10:11:00 მსოფლიო

პენტაგონის ცნობით, უკრაინაში დამატებით თავდაცვით იარაღს აგზავნიან.

როგორც პენტაგონის წარმომადგენლის შონ პარნელის განცხადებაშია აღნიშნული, "აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში აგზავნის დამატებით იარაღს, რათა უკრაინელებმა თავის დაცვა შეძლონ, სანამ აშშ მუშაობს მყარი მშვიდობის დასამყარებლად".

ამასთან, პარნელი აღნიშნავს, რომ ძალაშია მთელ მსოფლიოში იარაღის მიწოდების შეფასების გადაწყვეტილება, რომელიც სტრატეგიის, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ნაწილია.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო იარაღის კონკრეტულ სახეობებს არ ასახელებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 ივლისს განაცხადა, რომ გეგმავენ უკრაინას გაუგზავნონ დამატებითი, ძირითადად, თავდაცვისთვის საჭირო იარაღი, რადგან უკრაინა ძლიერი დარტყმების ქვეშაა და უამრავი ადამიანი იღუპება.

რუსეთის არმია უკრაინის ქალაქებს ინტენსიურად ბომბავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S