
მედია: რომში უკრაინის აღდგენის კონფერენციას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი დაესწრება
07/07/2025 10:20:00 მსოფლიო
10-11 ივლისს რომში უკრაინის აღდგენის კონფერენციას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი დაესწრება.
აღნიშნულის შესახებ Kyiv Post-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
კონფერენციას იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უმასპინძლებს.
კონფერენციას ასევე დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და სხვა ლიდერები. ამ დროისთვის უცნობია, კელოგის გარდა, დაესწრება თუ არა კონფერენციას ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელი.