Accentnews.ge
ბრიტანეთში აცხადებენ, რომ სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ

ბრიტანეთში აცხადებენ, რომ სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ

06/07/2025 11:01:00 მსოფლიო

ბრიტანეთში აცხადებენ, რომ სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი დამასკოს ეწვია და სირიელ ხალხს 94.5 მილიონი ფუნტის დახმარებას დაჰპირდა.

ეს სირიაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია ბოლო 14 წლის განმავლობაში.

ბრიტანეთმა აპრილში შეამსუბუქა სანქციები სირიის მიმართ. კერძოდ, დააბრუნა სირიის ცენტრალური ბანკისა და 23 სხვა ორგანიზაციის გაყინული აქტივები, რათა ხელი შეუწყოს ინვესტიციებს ქვეყანაში. თუმცა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წევრების მიმართ სანქციები კვლავ მოქმედებს.

ლემი ქუვეითშიც ჩავა, სადაც იმსჯელებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე.

მედიასთან დევიდ ლემიმ ისაუბრა ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ყოველთვის მხარს უჭერდა სირიის ხალხს ჰუმანიტარული დახმარებით. ამასთან, ლემი ახალ მთავრობას მოუწოდებს ინკლუზიურობისა და გამჭვირვალობის შენარჩუნებისკენ.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S