Accentnews.ge
ვოლოდიმირ ზელენსკი: ტრამპთან პარასკევის საუბარი ალბათ ყველა დროის საუკეთესო იყო - უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკულ კომპანიას შორის შეთანხმება მიღწეულია

ვოლოდიმირ ზელენსკი: ტრამპთან პარასკევის საუბარი ალბათ ყველა დროის საუკეთესო იყო - უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკულ კომპანიას შორის შეთანხმება მიღწეულია

06/07/2025 10:36:00 მსოფლიო

ტრამპთან პარასკევის საუბარი ალბათ ყველა დროის საუკეთესო იყო, მადლობელი ვარ დასახმარებლად მზადყოფნისთვის,- ამის შესახებ უკრანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დრონებთან დაკავშირებით შეთახმებაა მიღწეული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ კომპანიას შორის.

"დრონებთან დაკავშირებით, ამერიკულ მხარესთან ერთობლივი მუშაობის საგრძნობლად გაზრდაზე შევთანხმდით. მიმდინარე კვირას შეთახმებაა მიღწეული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ კომპანიას შორის. ეს უკრაინას კიდევ ასობით ათას დრონს მისცემს უკვე წელს...

ალბათ [ტრამპთან] ეს საუბარი ყველა დროის საუკეთესო იყო, მაქსიმალურად პროდუქტიული. საჰაერო თავდაცვის თემატიკაც განვიხილეთ და მადლობელი ვარ დასახმარებლად მზადყოფნისთვის. სწორედ Patriot-ებია ბალისტიკისგან დაცვის გასაღები," - განაცხადა ზელენსკიმ.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S