
ელენე ხოშტარია: 4%-იანი „ლელო“ რას იზამს, ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს - სუსტები არიან თუ მოღალატეები, ისტორიამ განსაჯოს
05/07/2025 15:22:00 პოლიტიკა
სუსტები არიან თუ მოღალატეები ისტორიამ განსაჯოს, ჩვენ საქმეს მივხედოთ! - ფულით და ტელევიზიით აშანტაჟეთ საკუთარი თავები, ბიძინამ ვერ გატეხა ეს ქვეყანა ფულით, მართლა მეცინება,- ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
ხოშტარია აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს.
„ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი „ლელო“, რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს!
სუსტები არიან თუ მოღალატეები ისტორიამ განსაჯოს, ჩვენ საქმეს მივხედოთ! და საქმე ბევრია და აუცილებლად მივხედავთ!
ფულით და ტელევიზიით აშანტაჟეთ საკუთარი თავები, ბიძინამ ვერ გატეხა ეს ქვეყანა ფულით, მართლა მეცინება“, - წერს ელენე ხოშტარია.