Accentnews.ge
ჭყონია: ძალიან განვიცდი მამუკას და ბადრის თემას, მაგრამ ფორმატს გააჩნია, სად უნდა ისაუბრო ამ თემის გარშემო

ჭყონია: ძალიან განვიცდი მამუკას და ბადრის თემას, მაგრამ ფორმატს გააჩნია, სად უნდა ისაუბრო ამ თემის გარშემო

04/07/2025 20:32:00 პოლიტიკა, ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხევდრაზე საუბარი ძირითადად ბიზნესზე იყო, პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თემურ ჭყონიამ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო უწყებებში ოპტიმიზაციასაც.

„ეს შეიძლება, უხერხულია, მაგრამ ითქვა, რომ იქნება ოპტიმიზაცია, უსაქმურების შემცირება. ისედაც ვიცოდით, რომ სახელმწიფოში ბევრი უსაქმური ყოფილა, მაგრამ ახლა ხდება მათი შემცირება. დანარჩენი, რასაც შეიძლება, სკანდალი მოჰყვეს, ასეთი თემა არ ყოფილა. მგონია, რომ ასეთ დიდ შეხვედრებზე, გეგმებზე, პრეზენტაციებზე, სტრატეგიებზე არ საუბრობენ. გასაუბრება იყო. მსგავსი შეხვედრები მოტივაციას აძლევს ბიზნესს, მეტი არაფერი“, – აღნიშნა ჭყონიამ.

რაც შეეხება ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ჭყონია პაუხობს, რომ ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოშია.

„არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური. ასეთი ქვეყნები არ არსებობს. სამოთხეში არ არის ასეთი რამ. როგორ შეიძლება თქვა, რომ ქვეყანაში არ არსებობს კრიზისი. გააჩნია, როგორ დაარქმევ, კრიზისს თუ პრობლემას“, – განაცხადა ჭყონიამ.

გარდა ამისა, ჟურნალისტებმა ჭყონიას ჰკითხეს, განიხილეს თუ არა ხაზარაძე-ჯაფარიძის საკითხი, რაზეც ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ამ საკითხის განსახილველი ფორმატი არ იყო.

„მამუკა და ბადრი ჩემი მეგობრები არიან, ძალიან განვიცდი ამ თემას. ხშირად ვსაუბრობ მათზე, მაგრამ ფორმატს გააჩნია, სად უნდა ისაუბრო ამ თემის გარშემო. დღეს ეს ფორმატი არ ყოფილა“, – აღნიშნა ჭყონიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S