
ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკა - შესაძლებლობა ირანისთვის
03/07/2025 15:17:00 ანალიზი
როგორ იყენებენ ირანული კომპანიები საქართველოს, სანქციების გვერდის ასავლელად?
თბილისი,
აპრილი 2025
სარჩევი
დიპლომატიური კავშირების ინტენსიფიკაცია .......................................... 2 ირაკლი კობახიძის ვიზიტები ირანის ისლამური რესპუბლიკაში ...................... 2
ეკონომიკური თანამშრომლობა “ქართულ ოცნებასა” და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის: ირანული ნავთობი საქართველოში ............................ 3
გრაფიკი #1: ირანიდან ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი .............................. 4 გრაფიკი #1: ირანიდან იმპორტის მაჩვენებელი ................................................ 5
გრაფიკი #3: ირანიდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტის მაჩვე ნებელი ................................................................................................................. 5
გრაფიკი #4: ირანიდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი ............ 6
როგორ იყენებენ ირანული კომპანიები საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად............................................................................................................ 9
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები ................................................... 12 აშშ-ის ვაჭრობისა და უსაფრთხოების ბიუროს სანქციები .............................. 13 აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის სანქციები .................................................. 13
ირანთან დაკავშირებული ქართული ორგანიზაციები/ინდივიდები ............. 15 ვინ არის თამაზ ჩადუნელის ბიზნეს პარტნიორი დალიბორ კოპი? ............. 19
“ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის პარადოქსი: ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პარტნიორობა აშშ-სთან უსაფრთხოების გადატვირთვის ფონზე .................................................................................................................. 24
1
„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი ხელს უწყობს რეგიონში ავტორიტარული რეჟიმების გავლენის გაძლიერებას. ამ კონტექსტში გამონაკლისს არც ირანი წარმოადგენს. „ქართულ ოცნებასა“ და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება.
გთავაზობთ ანგარიშს, რომელიც მომზადებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების ანალიზზე დაყრდნობით და ასახავს „ქართულ ოცნებასა“ და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის მზარდ კავშირებს.
erTi axali ambavi, 2 ivlisi, 2025 weli;
წინამდებარე ანგარიშის გამოსაცემად გამზადების დროს, “ქართული ოცნება” მორიგ სკანდალში გაეხვია. ივანიშვილის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა. ირანის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვთისიაშვილმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და გამოთქვა სოლიდარობა ირანის მიმართ. მოგვიანებით, ისრაელის საელჩომ გაავრცელა განცხადება:
“იმ დროს, როდესაც დასავლეთი
გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის
მშვიდობიან მოსახლეობაზე და
მხარს უჭერს მისი ბირთვული და
გენოციდური ამბიციების შეჩერების
მცდელობებს, ღრმა იმედგაცრუებას
იწვევს საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილის ასეთ ღონისძიებაში
მონაწილეობის ხილვა. ეს მორალურად
არასწორია“.
დიპლომატიური კავშირების ინტენსიფიკაცია:
ირაკლი კობახიძის ვიზიტები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში
ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საჯარო განცხადებების ფარგლებს გასცდა და ავტორიტარულ რეჟიმებთან ღია თანამშრომლობაში გადაიზარდა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, 2024 წელს ოფიციალური ვიზიტით ირანს ორჯერ ეწვია.
2
2024 წლის 22 მაისს, კობახიძე დაესწრო ირანის
პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და ირანის
საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ
აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიას.
საყურადღებოა, რომ კობახიძესთან ერთად,
ცერემონიას ესწრებოდნენ ჰეზბოლასა და
ჰამასის ლიდერები. მოგვიანებით, 2024
წლის 30 ივლისს, კობახიძე დაესწრო ირანის
ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის
ინაუგურაციას.
ფოტოს აღწერა: ირაკლი კობახიძე იბრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე.
სწორედ საინაუგურაციო ცერემონიაზე კობახიძეს „ერგო პატივი“ ჰამა სის ყოფილ ლიდერ ისმაილ ჰანიესთანერთ კადრში მოხვედრილიყო.მეორე ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ ირანის ახალ პრეზიდენტთან მასუდ ფეზეშქიანთან ოფიციალური შეხვედრაც გამართა.
საქართველოში ირანის საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის „მაღალ მოტივაცი აზე“ ურთიერთობების გაღრმავების მიმართლებით. გარდა პოლიტიკურ ურთიერთობებზე საუბრისა, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის
გაფართოების მნიშვნელობაც განიხილეს.
“
მოხარული ვართ, რომ ორი ქვეყნის
ურთიერთობა სხვადასხვა სფეროებში
წინ წავიდა, ასევე დღითიდღე იზრ
დება ხალხთა შორის კავშირები და
თანამშრომლობა ირანისა და საქა
რთველოს კერძო სექტორებს შორის.
ფოტოს აღწერა: ირაკლი კობახიძე ფეზეშქიანთან შეხვედრის დროს, 2024 წლის 30 ივლისი.
ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა (საქართველოდან მთავრობის მეთაურის ბოლო ვიზიტი ირანში 2024 წლის 30 ივლისს განხორციელდა), პრაქტიკულად არ არსებობს ინფორმაცია ვიზიტის დროს განხილული საკითხების, მიღწეული შეთანხმებების ან კონკრეტულად დაგეგმილი ერთობლივი პროექტების შესახებ. „ქართული ოცნების“ მხრიდან ვიზიტის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და დახურული კომუნიკაცია ქმნის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ბატონ კობახიძეს და მის კოლეგებსაც კარგად ესმით, რამდენად საზიანოა მსგავსი ვიზიტები საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. სწორედ ამ მიზეზით, ისინი თავს იკავებენ შეხვედრების შინაარსზე საჯარო დისკუსიისგან. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მათთვის „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას“ და მსგავსი შეძახილების ფონზე გადაღებული ფოტოები საჯარო სივრცეში გამოეფინათ.
3
ეკონომიკური თანამშრომლობა “ქართულ ოცნებასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის: ირანული ნავთობი საქართველოში
პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდია, მიუხედავად იმისა, რომ ირან-საქართველოს შორის ვაჭრობა უარყოფითი სავაჭრო სალდოთი ხასიათდება და ირანიდან იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოდან ირანში ექსპორტს. მაგალითისათვის, 2024 წელს, საქართველოდან ირანში 36 მილიონი აშშ დოლა
რის ღირებულების საქონელი გავიდა, მაშინ, როცა ირანიდან იმპორტი თითქმ ის 8-ჯერ მეტი იყო და შეადგენდა 285 მილიონ აშშ დოლარს (იხ. გრაფიკი #1).
გრაფიკი #1: ირანიდან ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი.
2020 წლიდან მოყოლებული, ირანიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. (იხ. გრაფიკი #2).
თუ 2020 წელს ირანული იმპორტის მოცულობა 45 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა და 285 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
2021 წელს საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპრო დუქტების მოცულობა, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 154 პროცენტით გაიზარდა და 3413 ტონას შეადგენს.
4
გრაფიკი #2: ირანიდან იმპორტის მაჩვენებელი.
ირანიდან იმპორტი (მლნ $)
300,00
250,00
200,00
150,00
100,00
50,00
-
2009 წელი
2010 წელი
2011 წელი
2012 წელი
2013 წელი
2014 წელი
2015 წელი
2016 წელი
2017 წელი
2018 წელი
2019 წელი
2020 წელი
2021 წელი
2022 წელი
2023 წელი
2024 წელი
ირანიდან საქართველოში ექსპორტის ერთ-ერთ ძირითად წყაროს სწორედ ნავთობი და ნავთობპროდუქტები წარმოადგენს. ნავთობპროდუქტებს შორის კი, საექსპორტო პროდუქციის ძირითადი წილი მოდის ნავთობის კოქსზე, ბიტუმსა და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენებზე (იხ. გრაფიკი #3).
გრაფიკი #3: ირანიდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტის მაჩვე ნებელი.
ირანი.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 2009-2024
(მილიონი აშშ დოლარი)
2713 ნავთობის კოქსი,
ნავთობის ბიტუმი და
ნავთობის გადამუშავების
სხვა ნარჩენები
2710 ნავთობი და
ნავთობპროდუქტები
2711 ნავთობის აირები და
აირისებრი
ნახშირწყალბადები სხვა
2712 ვაზელინი
ნავთობისა; პარაფინი,
ცვილი ნავთობისა
მიკროკრისტალური
2709 ნავთობი ნედლი და
ნავთობპროდუქტები
ნედლი, მიღებული
ბიტუმოვანი
მინერალებისაგან
5
334,20 85,69%
41,46
10,63%
8,21
2,10%
5,63
1,44%
0,34
0,09%
0,16
0,04%
2020 წლიდან მოყოლებული, ერთმნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია შეიმჩნე ვა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტში. თუ 2020 წელს ირანიდან 683 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შე მოვიდა, 2024 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით გასამმაგდა და 2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია (იხ. გრაფიკი #4).
გრაფიკი #4: ირანიდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი.
ირანი.
2710 ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი (მლნ.
$)
6,000
5,000
4,000
3,000
2,000
1,000
-
2009- 2024 წლებში
2009 წელი
2010 წელი
2011 წელი
2012 წელი
2013 წელი
2014 წელი
2015 წელი
2016 წელი
2017 წელი
2018 წელი
2019 წელი
2020 წელი
2021 წელი
2022 წელი
2023 წელი
2024 წელი
ფოტო 1 ფოტო 2 ფოტო 3
ფოტო #1, #2 და #3 გადაღებულია საქართველოს ტერიტორიაზე, 2025 წლის მაისში. ფოტოზე ნაჩვენებია ირანული სატვირთო მანქანები, რომლებსაც ნავთობპროდუქტები შემოაქვთ საქართველოში.
6
ირანულენოვანი წყაროების მიხედვით, საქართველოში ექსპორტის თვალსა ჩინო მაჩვენებელი აქვს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა სამშენებლო მასალები, ნავთობქიმიური პროდუქტები, ბიტუმი და საკვები პროდუქტები.
ზემოთ მოცემული მონაცემების გათვალისწინებით, საყურადღებოა, რომ ირ ანული ნავთობის იმპორტის საკითხი საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი ყურადღების ცენტრშია. ისლამური რესპუბლიკისთვის ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, ირანიდან საქართველოში ნავთობის ექსპორტის მზარდი ტენდეცია შემა შფოთებელია, რადგან, ცხადად მიუთითებს ისლამური რესპუბლიკისთვის ირიბ ფინანსურ მხარდაჭერაზე.
ფოტოს აღწერა: დონალდ ტრამპის პოსტი, Truth Social-ზე, 01/05/2025.
ირანული ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის საკითხმა, რა თქმა უნდა, აშშ ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყურადღება მიიქცია. 1 მაისს, ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი:
gafrTxileba:!
“გაფრთხილება: ირანული ნავთობის ან ნავთობქიმიური პროდუქტების შესყიდვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს! ნებისმიერი ქვეყანა, ან პირი, რომელიც ირანიდან ნავ თობის ან ნავთობქიმიური პროდუქტების ნებისმიერ რაოდენობას შეიძენს, დაუყოვნებლივ დაექვემდებარე ბა მეორად სანქციებს.“
7
საყურადღებოა, რომ ირანულენოვან ინტერნეტ-სივრ
ცეში არაერთი სტატია მოიძებნება, რომელიც ირანელ
ბიზნესმენებს საქართველოში ნავთობპროდუქტებისა
და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტთან და
კავშირებით პრაქტიკულ რჩევებს აწვდის. ერთ-ერთი
მსგავსი კომპანიაა Sadra Tejarat Company, რომელიც უზ
რუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას და ასევე,
ნავთობქიმიური პროდუქტების ტრანსპორტირებას/
ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართ
ველოში.
ფოტოს აღწერა: Sadra Tejarat Company-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.
პოტენციური ექსპორტიორებისთვის და ბიზნესმენებისთვის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც ირანულენოვანი ვებგვერდები ავრცე ლებენ, საქართველოში კომპანიის დაფუძნებაა. კერძოდ, ერთ-ერთი ირანული წყაროს მიხედვით, საქართველოში კომპანიის რეგისტრაციას თან ახლავს მთელი რიგი უპირატესობები: ირანის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე, ისარგებლონ გარკვეული საგადასახადო შეღავათებით და საქართველოში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად დაა ფუძნონ კომპანია კაპიტალის გარეშე.
მაგალითისათვის, კომპანია Arad
Branding-ის ოფიციალურ ვებ
გვერდზე ირან-საქართველოს
სავაჭრო ურთიერთობების
შესახებ იძებნება სტატია,
რომელშიც ხაზგასმულია
საქართველოსთან ვაჭრობის
უპირატესობები:
„მსოფლიოში ნებისმიერი ვაჭრობა დამოკიდებულია გარკვეული წესების დაცვაზე. ამ ტიპის ექსპორტისთვისაც მრავალი რეგულაცია არსებობს. თუ თქვენ გეგმავთ საქართველოსთან ვაჭრობას, გირჩევთ, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველოში, განსაკუთრებით, პორტების მახლობლად, კომპა
ნია დაარეგისტრიროთ. ამ გზით შეგიძლიათ მარტივად განახორციელოთ ვაჭრობა. კომპანიის რეგისტრაციის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ხარ ჯები მნიშვნელოვნად შეამციროთ. ეს, ასევე, იქნება ექსპორტისა და იმპო რტის გამარტივების ძალიან მარტივი გზა.“ (წყარო 1)
8
ეს არის ერთ-ერთი ციტატა იმ მრავლობითი ინტერნეტ წყაროებიდან, სადაც ირანული კომპანიები დაინტერესებულ პირებს უზიარებენ რჩევებსა და გამო ცდილებას, თუ როგორ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია საკუთარი ბიზნეს ინიციატივებისთვის და სხვადასხვა მაქინაციური სქემებით, საერთა შორისო სანქციებს გვერდი აუარონ.
როგორ იყენებენ ირანული კომპანიები საქართველოს,
სანქციების გვერდის ასავლელად
ირანი, რომელიც არაერთი საერთაშორისო სანქციის ქვეშ არის, მთელი რიგი სქემების გამოყენებით, მაინც ახერხებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გატანას. ამ თვალსაზრისით, საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას ისლა მური რესპუბლიკისთვის სერიოზული მოტივაცია აქვს:
საქართველოს მეშვეობით და საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების გამოყენებით, თეირანს შეუძლია დაუკავშირდეს როგორც რუსულ და ჩინურ, ისე დასავლეთის ბაზრებს.
საქართველო-ირანის თანამშრომლობის ბოლოდროინდელი დინამიკის გათვა ლისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თეირანს თავისუფლად შეუძლია საქართველოს ტერიტორიის გავლით, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა. ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს ის სტატისტიკური მონაცემები და მტკიცებულებები, რომლებიც ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ გუნდმა მოიპოვა.
2013-2024 წლებში ირანის მოქალაქეებმა საქართველოში 9300 კომპანია დაარეგისტრირეს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ 2024 წელს საქართველოში 382 ირანული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2020 წლის მონაცემთან შედარებით, დაახლოებით 150 %-იან ზრდაზე მიანიშნებს (იხ. ცხრილი #5).
)
ცხრილი #5: 2020-2024 წლებში საქართველოში დარეგისტრირებული ირანული კომპანიები.
9
ირანულ ინტერნეტ-სივრცეში მრავლად მოიძებნება ბლოგები, რომლებიც საქართველოს ბიზნეს ინიციატივების დაწყებისთვის ხელსაყრელ ქვეყნად აღწერენ. მათი უმეტესობა განსაკუთრებით უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო ჰაბის პოტენციალს. გარდა ამისა, აღნიშნულ ბლოგებზე, ხშირად აღნიშნულია, რომ საქართველოში საქონლის ექსპორტირებისთვის საჭირო ლიცენზიების მიღება შედარებით მარტივია.
ჩვენი კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ირანულ ინტერნეტ-სივრცეში განთავსებულია არაერთი სტატია, სადაც ღიად არის აღწერილი თაღლითური სქემები, რომელთა საშუალებითაც, ირანელი ბიზნესმენები და ბიზნესის წარმომადგენლები საერთაშორისო სანქციებს უვლიან გვერდს. ამ ბლოგებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ფაქტს, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის - ევროკავშირთან, ხოლო „შეღავათების ზოგადი სისტემის“ ფარგლებში წვდომა აქვს ამერიკის ბაზარზეც. შესაბამისად, აღნიშნული სქემით ირანელ ბიზ
ნესმენებს შეუძლიათ თავიანთი პროდუქცია ჯერ საქართველოში, ქართულ ბაზარზე შეიტანონ, შემდეგ კი, პროდუქცია გადაფუთონ და საქართველოში წარმოებული პროდუქციის ეტიკეტით, მარკირების გზით მისი ექსპორტირება “
მოახდინონ ევროპულ ან ამერიკულ ბაზრებზე.
saqarTvelos evrokavSirSi integraciis Sesaxeb kanonis miRebisa da evropaSi eqsportirebuli saqarTveloSi warmoebuli produqciisTvis sabaJo tarifebis gauqmebis gaTvaliswinebiT, iraneli vaWrebisTvis Seiqmna xelsayreli garemo: maT SeuZliaT TavianTi saqoneli saqarTveloSi Seitanon, Semdeg saqarTvelo
Si SefuTviTa da saqarTveloSi warmoebuli produqciis niSniT, sabaJo tar ifebis gadaxdis gareSe da konkurentul fasad, ganaxorcielon misi eqsporti evropaSi da amerikaSic ki.@ wyaro 2
10
“
irans namdvilad SeuZlia saqarTvelosTan vaWrobis gziT amerikis mier iranze dawesebul SezRudvebsa da sanqciebs gverdi auaros da msoflio ba zarsa da sxvadasxva produqciiT msoflio vaWrobaze wvdoma moipovos. amasTan, saqarTvelos bazarTan mimarTebiT iranis mTeli Zalisxmeva isaa, rom saqa rTvelosTan vaWroba Tavisi eqsportiisa da importis mniSvnelovan mimar Tulebad aqcios. iransa da qarTvelebs Soris kargi savaWro, ekonomikuri, kulturuli da turistuli kavSirebi mianiSnebs, rom am or qveyanas kargi momavali elodeba. saqarTvelos erT-erTi upiratesoba, romlis meSveobiTac, mas SeuZlia irani msoflio bazars daakavSiros, aris is, rom mas vaWrobis sferoSi aqvs bevri SeTanxmeba evropasTan. evropasTan vaWroba saqarTve losTvis Zalian advili da momgebiania. am SeTanxmebis meSveobiT, saqarTve losTvis yvela evropul da araevropul qveyanasTan vaWrobis gza gaxsnilia. magaliTisaTvis, evropasTan, TurqeTTan, ruseTTan, yazaxeTTan da sxvebTan Tavisufali vaWrobis SeTanxmebebi gulisxmobs, rom saqarTvelos SeuZlia, qveyanaSi warmoebuli saqoneli, sabaJo gadasaxadebis gareSe, am qveynebis ba zarze gaitanos. wyaro 3
11
აღსანიშნავია, რომ ირანულ მხარეს ოფიციალურადაც გაუკეთებია გან ცხადებები საქართველოს მეშვეობით ევროპულ ბაზარზე წვდომის შესა ძლებლობის შესახებ, მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თანდასწრებით. მაგალითად, 2017 წელს, ირანის თანამშრომლობის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა, ალი რაბიეიმ, ირან-საქართველოს ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მეექვსე შეხვედრაზე განაცხადა:
საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ირანული საქონლის ევროპაში ექსპორტისთვის ყველაზე შესაფერისი გზაა.
საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილების მიზნით გამოყენებული თაღლითური სქემების გამო, ირანული კომპანიები პერიოდულად ექვე მდებარებიან სანქციებს. გამონაკლისს არც საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიები წარმოადგენენ, რომლებიც მსგავს ჩამონათვალში რამ დენჯერმე აღმოჩნდნენ და დასანქცირდნენ:
2014 წელი, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის სანქციები
დასანქცირდნენ ის ინდივიდები თუ ორგანიზაციები, რომლებიც გვერდს უვლიდნენ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ამერიკულ სანქციებს და ხელს უწყობდნენ ტერორიზმსა და ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებას.
სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შემდეგი ინდივიდები: - ფურია ნაიები,
- ჰოუშენგ ჰუსეინფორი,
- ჰოუშენგ ფარსუდეჰი.
თავის მხრივ, სანქციები შეეხო ამ ინდივიდების მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანიებს:
- Caucasus Energy
- Georgian Business Development,
- Great Business Deals,
- New York Money Exchange.
2011 წელს, აღნიშნულმა პირებმა შეიძინეს სს „ინვესტბანკის“ აქციების 70 %. მოგვიანებით კი, მათ ქართული ბანკის მეშვეობით დაახლოებით 8 მილიონი აშშ დოლარის ტრანზაქცია განახორციელეს ირანულ ბანკებში (Bank Melli, Mir Busi ness Bank, Bank Saderat და Bank Tejarat).
12
2019 წელი,
აშშ-ის ვაჭრობისა და უსაფრთხოების ბიუროს სანქციები
დასანქცირდნენ ის ორგანიზაციები თუ ინდივიდები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ამერიკული წარმოების ალუმინის პროდუქციის ირანში უკანონო ექსპორტს.
სანქციები შეეხო 2008 წელს საქართველოში ირანელი ბიზნესმენების მიერ დაფუძნებულ კომპანიას, Georgia Pethrochemical and Aviatech.
2021 წელი
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის სანქციები
დასანქცირდა 37 ორგანიზაცია, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკური ან ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. კერ ძოდ, ეს კომპანიები ხელს უწყობდნენ (ან ცდილობდნენ, რომ ხელი შეეწყოთ) ამერიკული პროდუქციის ირანისთვის მიწოდებას, რაც, თავის მხრივ, ირანის კონვენციური იარაღების ან სარაკეტო პროგრამებისთვის მატერიალურ მხა რდაჭერას წარმოადგენდა. მათ შორის აღმოჩნდნენ საქართველოში რეგი სტრირებული შემდეგი კომპანიები:
- ROV Solutions
- SAEROS Safety ERO Company
- Gensis Engineering
იხილეთ ინფორმაცია თითოული მათგანის შესახებ:
კომპანია საქართველოში დარეგისტრირდა 2012 წელს,
ხოლო, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპა
ნიის რეგისტრაცია, 2025 წლის 23 აპრილის მონაცემებით, გაუქმებულია. კომპანია რეგისტრირებული იყო პლ. იოსე ლიანის ქ. N 2-ში. კომპანიის დირექტორი და წილების 100 %-ის მფლობელი ლევან კოტიაშვილი გახლდათ.
13
ROV Solutions
შპს საფეტი ე.რ.ო. კომპანი საქართველოში დარეგისტრირდა 2013 წელს, ხოლო საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხე დვით, კომპანიის რეგისტრაცია, 2025 წლის 23 აპრილის მონაცემებით, გაუქმებულია.
საჯარო რეესტრის 2017 წლის ამონაწერის მიხედვით, შპს საფეტი ე.რ.ო. კომპანის დირექტორი იყო ირაკლი კოტიაშვილი, ხოლო კომპანიის წილების 100 %-ის მფლობელი ნინო ჯულაყიძე.
საყურადღებოა, რომ კომპანის დირექტორი ირაკლი კოტიაშვილი შპს ROV Solutions-ის დირექტორის, ლევან კოტიაშვილის შვილია, ხოლო ნინო ჯულაყიძე ლევან კოტიაშვილის მეუღლეა.
კომპანია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე არ იძებნება. თუმცა, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია საქართველოსა და თურქეთში არის რეგისტრირე
ბული. კერძოდ, კომპანიის ქართული ფილიალი დარეგი სტრირებულია იოსელიანის ქუჩა N2-ში. საყურადღებოა, რომ ზემოთ ხსენებული დასანქცირებული კომპანიებიც (Rov Solutions, SAEROS Safety ERO Company) აღნიშნულ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებულები (თბილისი, პლ. იოსელიანის ქ. N2, ბ. 6), რაც ცხადყოფს ამ სამი კომპანიის მიღმა არსებულ საეჭვო ქსელს.
SAEROS Safety ERO Company
Gensis
Engineering
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ აღნიშნული სამი კომპანიის დასანქცირების შემდეგ, ლევან კოტიაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაა დასტურა, რომ ამ კომპანიებში მას ჰყავდა პარტნიორი, სახელად „გოჩინ“, რომელსაც ჰქონდა ტურისტული სააგენტო. თუმცა, კოტიაშვილის თქმით, გოჩინი კომპანიების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში „არ ჩანდა“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ამ კომპანიების მეშვეობით სრულდებოდა თუ არა უკანონო ქმედებები, კოტიაშვილმა აღნიშნა: „ალბათ, შეიძლება, იმათმა თუ რამე აწარმოეს ან გააკეთეს უჩემოდ ამ კომპანიებით, ეს არ ვიცი“.
14
ირანთან დაკავშირებული ქართული ორგანიზაციები/ინდივიდები
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, დაფიქსირდა არაერთი პრეცედენტი, როდესაც ირანთან დაკავშირებულმა პირებმა საქართველოს ტერიტორია ის ლამური რესპუბლიკის სასარგებლო ქმედებებისთვის გამოიყენეს. მაგალითად,
2024 წლის აპრილში, WikiIran1-მა გაავრცელა ინფორმაცია ირანის ნედლი ნავთობის გაყიდვების ხელშემწყობი 4 ქართული კომპანიის შესახებ. წყაროს მიხედვით, აღნიშნულმა ქართულმა კომპანიებმა ირანის ისლამური რესპუბლი კის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სააგენტოსგან (MODAFL) ნავთობი არაერთხელ შეიძინეს.
„ეს კომპანიები იმართება, მფლობელობაშია ან აფილირებულია ირანის მოქალაქეებთან, ან თავად MODAFL-თან“ (WikiIran). საქართველოში დაფუ ძნებული ხსენებული კომპანიების თეირანთან სავარაუდო კავშირები არ არის გასაკვირი, რადგან მათი ხელმძღვანელი და/ან წილების მფლობელი პირების ნაწილი სწორედ ირანის მოქალაქეები არიან.
წარმოგიდგენთ ინფორმაციას აღნიშნული ქართული კომპანიების შესახებ:
1
1 შპს GHATRAN PETROLEUM (ს/კ: 400052802)
MODAFL-თან სავარაუდო კავშირის მქონე კომპანია საქართველოში 2012 წელს დარეგისტრირდა. 2022 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის დირექტორი ირანის მოქალაქე სეიედჯავად მოუსავია, ხოლო კომპანიის მესაკუთრეები არიან: საქართველოს მოქალაქეები - დავით შოშიტაშვილი (5 %), თამაზ ჩადუნელი (5 %), და ირანის მოქალაქეები - სეიედჯავად მოუსავი (80 %), სეიედამირჰოსეინ მოუსავი (10 %).
WikiIran-ის მიხედვით, შპს GHATRAN PETROLEUM დაკავშირებულია ირანულ კომპანია GHATRAN KAVEH OIL PETROLEUM-თან, რომელიც გადამუშავე ბული ნავთობპროდუქტების მწარმოებელი და ექსპორტიორია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ კომპანიასა და ირანის თავდაცვის სამინისტროს შორის პირდაპირი კავშირი არ დგინდება, WikiIran-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის
1. WikiIran არის ირანიდან მიგრირებული პროფესიონალების გაერთიანება, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ საერთაშორისო სამართლისა და რეგულაციების დარღვევის შესახებ. ორგანიზაციის მიზანია რეჟიმზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება. ორგანიზაცია ინფორმაციას იძიებს ღია წყაროების და ასევე, სხვა მოკავშირე ორგანიზაციების/
ინდივიდების დახმარებით.
15
თანახმად, კომპანიას კონტრაქტი აქვს გაფორმებული დასანქცირებულ კომპანია Sahara Thunder -თან.2
ასევე, საყურადღებოა, რომ შპს Ghatran Petroleum-ის მეწილეებს საქართველო ში არაერთი სხვა კომპანია აქვთ დარეგისტრირებული. ირანულ კომპანიას თან მათი კავშირები საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ მათ მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიებიც შესაძლოა გარკვეული სქემის ნაწილი იყოს. შესაბამისად, წარმოგიდგენთ შპს Ghatran Petroleum-ის მეწილე საქართველოს მოქალაქეთა მფლობელობაში არსებული კომპანიების ჩამონათვალს, რომელთა ნაწილს საეჭვო კავშირები აქვს იარაღის კონტრაბანდის ბიზნესთან.
შპს Ghatran Petroleum-ის 5 %-იანი წილის მფლობელი დავით შოშიტაშვილის სახელი 4 ქართულ კომპანიას უკავშირდება:
- შპს დათა (ს/კ 204960088; დარეგისტრირდა 2001 წლის 30 მარტს) - შპს ქართული პაბი (ს/კ 405145105; დარეგისტრირდა 2016 წლის 13 აპრილს)
- შპს ინოვაციური ენერგოეფექტური ტექნოლოგიების საწარმოო კომპანია (ს/კ 406293201; დარეგისტრირდა 2019 წლის 25 ოქტომბერს)
- შპს ეკონომიკური მართვის განვითარების და დახმარების ფონდი (ს/კ 400018413; დარეგისტრირდა 2011 წლის 28 მარტს)
შპს ეკონომიკური მართვის განვითარების და დახმარების ფონდის მეწი ლეებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი. აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი მეწილეა გივი ბახტაძე (8.75 %), რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მამაა. შეგა ხსენებთ, რომ მამუკა ბახტაძე, პრემიერობის პერიოდში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით არაერთ შეხვედრას მართავდა ირანის ისლამური რესპუ
ბლიკის წარმომადგენლებთან. მაგალითად, 2017 წელს, ბახტაძე შეხვდა ირა ნის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრ აბას ახუნდის. შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ეფექტიანად გამოყენების საკითხები“ განიხილეს.
2. კომპანია Sahara Thunder ირანის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სააგენტოს (MODAFL) ექვემდებარება. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიხედვით, კომპანია ასრულებს მნიშვნელოვან როლს ირანული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასა და რუსეთისთვის მიწო დებაში. კომპანია ხელმძღვანელობს ქსელს, რომლის მეშვეობითაც ირანული საქონელი მიეწოდება ჩინეთს, რუსეთსა და ვენესუელას.
16
აღნიშნულ კონტექსტში, მამუკა ბახტაძის3 მამას, გივი ბახტაძესა და ირანის მოქალაქეების ბიზნეს პარტნიორს, დავით შოშიტაშვილს შორის არსებული პა რტნიორული კავშირი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ბახტაძის პრემიერობის პერიოდში, ირანთან თანამშრომლობა შესაძლოა მხოლოდ ფორმალური შეხვე დრებით არ შემოფარგლულიყო და რეალურად ფარულ ბიზნეს ინტერესებსაც მოიცავდა.
ფოტოს აღწერა: მამუკა ბახტაძის დეკლარაცია, 2016 წელი.
ფოტოს აღწერა: შპს ეკონომიკური მართვის განვითარების და დახმარების ფონდის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3. მამუკა ბახტაძე 2017-2018 წლებში იკავებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტს, ხოლო 2018-2019 წლებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იმყოფებოდა.
17
შპს Ghatran Petroleum-ის 5 %-იანი წილის მესაკუთრე თამაზ ჩადუნელის4 სახელი 7 ქართულ კომპანიას უკავშირდება:
შპს ტრანს ვეი ჯი (ს/კ 404864820; დარეგისტრირდა 2010 წლის 14 ივნისს; თამაზ ჩადუნელი მისი დირექტორი და 25 % წილის მფლობელია)
კომპანიის წილების 51 %-ს ფლობს ბორის მჭედლიძე, 24 %-ს კი, დავით ჩუტკერაშვილი. დავით ჩუტკერაშვილის შესახებ ღია წყაროებში იძებნება ინფორმაცია, რომ იგი მრავალი წლის მანძილზე იარაღს აწვდიდა სხვადასხვა დაჯგუფებებს, ისეთ კონფლიქტურ ზონებში, როგორებიცაა აფრიკა და ავღანეთი.
შპს არჯი (ს/კ 443857300; დარეგისტრირდა 2013 წლის 8 ივლისს; თამაზ ჩადუნელი კომპანიის 40 %-ის მფლობელია, ხოლო დანარჩენი 60 % ეკუთვნის სომხეთის მოქალაქე ვრეჟი ოჰანიანს)
შპს დ.მ.დ.ტ ჰოლდინგი (ს/კ 443867273; დარეგისტრირდა 2019 წლის 15 თებერვალს; თამაზ ჩადუნელი მისი დირექტორი და 50 %-იანი წილის მფლო ბელია, ხოლო კომპანიის დანარჩენი 50 % ეკუთვნის ჩეხეთის მოქალაქე და ლიბორ კოპპ-ს (უფრო ვრცლად იხ. შემდეგი თავი) (610804/1775, 45214031)).
შპს თრინითი (ს/კ 406304306; დარეგისტრირდა 2020 წლის 10 მარტს, თამაზ ჩადუნელი მისი დირექტორი და 50 %-იანი წილის მფლობელია)
შპს მ.ტ.დ ჰოლდინგი (ს/კ 443870535; დარეგისტრირდა 2021 წლის 14 მაისს; მისი 100 %-იანი წილების მფლობელი თამაზ ჩადუნელია)
შპს ჯორჯიან ქომერს ინვესტ ენდ ლოჯისტიქს (ს/კ 402220486; დარეგი სტრირდა 2022 წლის 30 მაისს; თამაზ ჩადუნელი კომპანიის 75 %-იანი წილის მფლობელია, ხოლო კომპანიის 25 % ეკუთვნის უცხოეთის მოქალაქეს, სამი იუსსეფ მაატოუკს)
შპს რ. ბალტიკ. კორპორატიონ (ს/კ 443872506; დარეგისტრირდა 2022 წლის 14 სექტემბერს; თამაზ ჩადუნელი კომპანიის 10 %-ის მფლობელია, ხოლო 90 %-იანი წილი ეკუთვნის ლიეტუვის მოქალაქე ბილა ვიდმანტას).
შპს გალერეა გვირაბი (ს/კ 202201786; დარეგისტრირდა 2002 წლის 18 ოქტომბერს; 2025 წლის მონაცემებით, კომპანიის მესაკუთრეები არიან ივანე მარტიაშვილი (59 %), დავით ფანჯაკიძე (25 %), გიორგი ხმალაძე (12.5 %), ნიკოლოზ ხმალაძე (12.5 %)).
4. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში თამაზ ჩადუნელი თამაზ მეჭიაურის პარტიის („თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“) მიერ ხაშურის და ქარელის მაჟორიტარ კანდიდატად იყო წარდგენილი.
18
2018 წლის ამონაწერის მიხედვით, შპს გალერეა გვირაბი ოპერირებდა სახელწოდებით “შპს კავკასიონი-იბერია”. ამავე წლის 20 მარტის მონაცემებით, მისი დირექტორი იყო თამაზ ჩადუნელი, ხოლო მეწილეები იყვნენ ვახტანგ გვარამია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი), ვახტანგი ქუთათელაძე (საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 1998-2001 წლებში) და ევგენი ხარბედია.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ აღნი შნულ პირებს შესაძლოა თანამდებობები არაკეთილსინდისიერად ჰქონდეთ გამოყენებული. კერძოდ, 2002 წელს “კვირის პალიტრამ” გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხებოდა საქართველოს იმდროინდელ სახელმწიფო უწყებებსა და იარაღის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შესაძლო ფარულ გარიგებებს. სტატიის მიხედვით, კომპანია შპს “კავკასიონმა”, რომლის თანადამფუძნებლე ბიც ვალერი კონჯარია და ევგენი ხარბედია იყვნენ, იარაღის იმპორტისა და რეალიზაციის ლიცენზია სწორედ იმდროინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ გვარამიას დახმარებით მოიპოვა. ამავე პერიოდში, “შპს კავკასიონის” ინტერესებს ლობირებდნენ სახელმწიფო თანამდებობის პირები, ვახტანგ გვარამია და ვახტანგ ქუთათელაძე, რომლებიც ამ “დახმარების” სანაცვლოდ, იარაღის რეალიზაციით მიღებული მოგების 25-25 პროცენტს იღებდნენ.
მსგავსი წარსულის მქონე პირებსა და თამაზ ჩადუნელს შორის არსებული პარტნიორული კავშირი აძლიერებს ეჭვებს, რომ ჩადუნელი ირანულ კომპა ნიებთან თანამშრომლობის მიღმა, შესაძლოა კავშირში იყოს იარაღის კონტრა ბანდაში ჩართულ პირებთანაც. ამ ეჭვებს ამყარებს ჩადუნელსა და იარაღის კონტრაბანდაში ბრალდებულ ჩეხეთის მოქალაქე დალიბორ კოპპს შორის არსებული ბიზნეს პარტნიორობაც - ამ უკანასკნელს იარაღის კონტრაბანდაში მონაწილეობისთვის ბრალდება წაყენებული აქვს.
vin aris Tamaz Cadunelis biznes partniori dalibor koppi? 19
“სამოქალაქო იდეამ” საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დაადგინა, რომ თამაზ ჩადუნელის კომპანიაშიმ, შპს დ.მ.დ.ტ, ჰოლდინგში ერთ-ერთი დირექტორი და მეწილე ჩეხეთის მოქალაქე დალიბორ კოპპია, რომლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ამავე ამონაწერშია მითითებული.
ინტერნეტ-სივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების საფუძველზე დგინდება, რომ დალიბორ კოპპის სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდება:
გავრცელებული ინფორმაციით, 1995 წელს იგი ჩართული იყო იარაღის კონტრაბანდაში. კერძოდ, მან კავშირები დაამყარა პალესტინის ექსტრემისტ ჯგუფთან, ჰამასთან, რომელთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა 25 000 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისა და 12 მილიონი ვაზნის მიწოდებასთან დაკავშირებით.
1995 წელს კოპპს მოლაპარაკებები ჰქონდა არაბ მოვაჭრეებთან საიარაღო მასალის ახლო აღმოსავლეთში ექსპორტთან დაკავშირებით. გარიგების დასაფარად, დალიბორ კოპპისგან საბრძოლო მასალა შეისყიდა იემენში და ფუძნებულმა კომპანიამ, რომელმაც შემდგომში მასალა ერაყს მიყიდა.
დალიბორ კოპსს, ასევე, ბრალი ედებოდა ყაზახეთიდან მარიხუანისა და ათასობით პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის იმპორტში.
კოპი, ასევე, ეჭვმიტანილი იყო 2004 წელს ერაყში სამხედრო დაჯგუფებე ბისთვის, მათ შორის ისლამისტი ტერორისტი ჯგუფებისთვის, იარაღების მიწოდებასა და ასევე, ლიბერიაში იარაღების გადაზიდვაში. ამის გამო, და ლიბორ კოპსს ბრალი ჩეხეთში წაუყენეს. გამოძიების ფარგლებში, დადგინ და, რომ მისი კომპანია არალეგალურად იყო ჩართული ვაზნის წარმოებასა და იმპორტში. თუმცა, გამოძიების დასრულებამდე, კოპი ქვეყნიდან გავიდა, რის შედეგადაც ჩეხეთმა მისი დაკავების შესახებ საერთაშორისო ორდერი გასცა.
2004 წლის დეკემბერში, ინტერპოლის მოთხოვნით, დალიბორი დააპატიმრეს ლიბერიაში გაეროს მისიის სამხედრო წარმომადგენლებმა და გადასცეს ლიბერიის ხელისუფლებას. თუმცა, მან ლიბერიის ერთ-ერთი ოფიციალური პირის დახმარებით, თავი დააღწია პატიმრობას და ინტერპოლის ოფიცრების ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ქვეყნიდან გაიქცა.
ჩეხეთის რესპუბლიკამ სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა ამერიკის ფედერალურ სასამართლოს 2005 წლის 8 ივნისს. სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნა ეხებოდა დალიბორ კოპპს, იოსეფ ონდრაუჩს, დანა ლი რიდს, ASC International-ს, Kopp Arms-სა და Spetstechnoexport-ს.
2008 წელს, ბრნოს რეგიონულმა სასამართლომ დალიბორ კოპპს, 1998-2004 წლებში საბრძოლო მასალით არალეგალური ვაჭრობისთვის, 4 წელი და 9 თვე მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთის სახით.
ჩეხი პოლიციის პრესსპიკერის, ბლანკა კოსინოვას, განცხადების მიხედვით: „ისინი აგზავნიდნენ იარაღს აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ერაყში, ირანსა და ისრაელში“.
20
2
2. შპს რაზი ოილ რეფინერი (Razi Oil Refinery, ს/კ: 439408687)
მეორე კომპანია, რომელიც WikiIran-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, MODAFL-თან საეჭვო კავშირშია ეჭვმიტანილი, საქართველოში რეგისტრი რებული კომპანია შპს „რაზი ოილ რეფინერია“. 2017 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანია დარეგისტრირდა 2017 წლის 13 ოქტომბერს. მას შემდეგ, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში კომპანიის შესახებ სხვა ამონაწერი არ იძებნება. კომპანიის დირექტორი და წილების 100 %-იანი მესაკუთრეა ირანის მოქალაქე, მეჰრდად ბეიქპოური.
ირანული ნავთობკომპანია Razi Oil Refinery-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, რომ საქართველოში დარეგისტრირებული შპს „რაზი ოილ რეფინერი“ მის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
ფოტოს აღწერა5: „საქართველოს ოფისის წარმომადგენელი,
საქართველოს ოფისის დირექტორი ბატონი მეჰრდად ბეიქპოური
საქართველოს ოფისის მისამართი:
საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა, N 193
საქართველოს ოფისის ტელეფონის ნომერი: 0099532231931
საქართველოს მობილური ნომერი:
0095557547036 Georgia.management@razi-refinery.com
საქართველოს ოფისის რეგისტრაციის ნომერი (შპს რაზი):
439408687“.
3
შპს ბლუ ოილ ქომფანი (Blu Oil Company; ს/კ: 406251764)
მესამე კომპანია, რომელიც სავარაუდოდ MODAFL-თანაა დაკავშირებული, 2018 წლის ამონაწერის მიხედვით, საქართველოში დარეგისტრირდა 2018 წლის 16 ივლისს. კომპანიის დირექტორი და წილების 100 %-ის მფლობელი საქართველოს მოქალაქე დოდო ჩალიგავაა. 2018 წლის შემდეგ, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში კომპანიის შესახებ სხვა ამონაწერი არ იძებნება.
5. ფოტო გადმოტანილია ირანული კომპანია Razi Oil Refinery-ის ოფიციალური ვებგვერდიდან. 21
ფოტოს აღწერა: საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე ჩანს, რომ 2018 წელს, შპს ბლუ ოილ ქომფანის ამონაწერის მომზადების მოთხოვნით, საჯარო რეესტრს მიმართა ირანის მოქალაქე ამირ ფოროუზანდეჰსამანიმ. 6
WikiIran-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შპს „ბლუ ოილ ქომფანი“ წარმოადგენს შუამავალ კომპანიას ირანის თავდაცვის სამინისტროს კომ პანია Sahara Thunder-თვის და ხელს უწყობს ირანული ნავთობის ჩინეთში ექსპორტირებას. Sahara Thunder-სა და „ბლუ ოილ“-ს შორის ერთ-ერთ მიმოწე რაში Sahara Thunder ღიად აღწერს ნავთობის ირანული წარმოშობის დამალვის გზას: სამი ირანული ხომალდიდან (Argo, Global Beauty, Harmony7) მიღებული ნავთობის გადატანა ხდება Dune8 სახელწოდების გემზე. შემდეგ, ნავთობის ტრანსპორტირება ხდება Cathay Phoenix9 სახელწოდების ხომალდით. შედეგად, ნავთობის ირანული წარმოშობის კვალი იკარგება და მისი ექსპორტირება ხდება ჩინეთში.
კომპანიის დირექტორი და წილების 100 %-იანი მესაკუთრეა საქართველოს მოქალაქე დოდო ჩალიგავა, რომლის სახელიც 7 ქართულ კომპანიას უკავშირდება:
6. ამირ ფოროუზანდეჰსამანის მიერ არის დაფუძნებული კომპანია შპს სარა ქარფეთ (ს/კ 430802679). კომპანიის წილების 50 %-ის მფლობელია ამირ ფოროუზანდეჰსამანი, 50 %-ის კი, საიედმოჰსენ სანაიე.
7. სამივე ხომალდი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ.
8. დასანქცირებულია აშშ-ის მიერ.
9. დასანქცირებულია აშშ-ის მიერ.
22
შპს ევროტურიზმი (ს/კ 428884950, დარეგისტრირდა 2018 წლის 31 ოქტომბერს; დოდო ჩალიგავა მისი დირექტორი და წილების 50 %-ის მფლობელია)
შპს ჰარათ პეტრო (ს/კ 404561602, დარეგისტრირდა 2018 წლის 27 ივლისს; დოდო ჩალიგავა მისი დირექტორი და წილების 100 %-ის მფლობელია)
შპს პასკო კომპანი (ს/კ 428884479, დარეგისტრირდა 2018 წლის 25 ივლისს; დოდო ჩალიგავა მისი დირექტორი და წილების 100 %-ის მფლობელია)
შპს ავღან ოილ (ს/კ 406253058, დარეგისტრირდა 2018 წლის 27 ივლისს; მისი დირექტორი და წილების 100 %-ის მფლობელი დოდო ჩალიგავაა)
შპს ათენა (ს/კ 422433637, დარეგისტრირდა 2021 წლის 21 ოქტომბერს; დოდო ჩალიგავა მისი დირექტორი და წილების 100 %-ის მესაკუთრეა)
შპს სეთარე (ს/კ 422441478, დარეგისტრირდა 2023 წლის 22 ნოემბერს, მისი დირექტორი და წილების 100 %-ის მფლობელი დოდო ჩალიგავაა)
2018 წლის მხოლოდ ივლისის თვეში დოდო ჩალიგავას მიერ 4 კომპანიის ერთდროულად დარეგისტრირება საკმაოდ საეჭვო გარემოებას წარმოადგენს. ეჭვებს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ამ კომპანიების სახელწოდებების ნაწილი ირანული წარმოშობისაა (მაგალითად, შპს „ჰარათ პეტრო“, შპს „ავღან ოილ“). 2023 წელს დაფუძნებული კომპანია შპს „სეთარე“-ს სახელწოდებაც ირანული წარმოშობისაა (სეთარე - სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ვარსკვლავს).
საყურადღებოა, რომ ერთ-ერთი ირანულენოვანი წყაროს მიხედვით, დოდო ჩალიგავა სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის მიმართულებაზე. როგორც ჩანს, 2016 წელს ჩალიგავა ირანში იმყოფებოდა და იმ 41 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის იყო, რომლებიც კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ ირანში.
ფოტოს აღწერა:
დოდო ჩალიგავას ფოტო
ირანულენოვან ვებ-გვერდზე.
23
4
შპს ენჯინ ოილ რიფაინერი (Engine Oil Refinery LLC, ს/კ: 406367934)
MODAFL-თან საეჭვო კავშირის მქონე მეოთხე კომპანიაა შპს „ენჯინ ოილ რიფაინერი“. 2022 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანია საქართველოში დარეგისტრირდა 2022 წლის 17 ივნისს. მას შემდეგ, მეწარმეთა და არა სამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში კომპანიის შესახებ სხვა ამონა წერი არ იძებნება. კომპანიის დირექტორი და წილების 100 %-იანი მესაკუ თრე ირანის მოქალაქე ჰოსსეინ ბაკტაშია. WikiIran-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიაც ირანული ნავთობის გაყიდვის საეჭვო სქემაში მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ WikiIran-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ოთხი ქართული კომპანიის ირანთან კავშირებს ეხება. თუმცა, ბოლო წლებში საქართველო-ირანის ურთიერთობების დინა მიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ბაზა რზე შესაძლოა ოპერირებდნენ სხვა ინდივიდები ან ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ირანის მოქალაქეებთან ან ირანულ სამთავრობო უწყებებთან.
“ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის პარადოქსი:
ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პარტნიორობა
აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის ფონზე
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოპულისტურ დაპირებებს შორის ერთ-ერთი ვაშინგტონთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ საკითხია. თუმცა, ჩნდება კითხვა: როგორ მოახერხებს „ოცნება“ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების „ახალი ფურცლიდან“ დაწყებას, მაშინ, როდესაც ამერიკისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან აქტიურ დიპლომატიურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს აწარმოებს?
როგორც წინამდებარე ანგარიშში წარმოგიდგინეთ, “ქართულ ოცნებასა” და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები დიპლომატიურ სპექტრს სცდება და აქტიურ სავაჭრო ურთიერთობებში გამოიხატება. ბოლო წლებში საქართველო ირანისგან სულ უფრო მზარდი რაოდენობის ნავთობპროდუქტებს იძენს. მხოლოდ 2024 წელს, საქართველოში შემოვიდა დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რაც წინა წლების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
24
როგორც აღინიშნა, საქართველოში ბოლო წლებში ირანის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობა იზრდება. ირანულ ინტერნეტ-სივრცეში მოიძებნება ცალკეული საკონსულტაციო კომპანიების ან ირანის მოქალაქეების ბლოგები და სტატიები, სადაც ღიად არის აღწერილი, თუ როგორ შეუძლიათ ირანულ ბიზნესებს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლა. მოცემულ ანგარიშში წარმოგიდგინეთ მხო
ლოდ მცირე ნაწილი იმ ქართული კომპანიებისა, რომლებიც, ერთ-ერთი წყა როს მიხედვით, თანამშრომლობენ ირანის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სააგენტოსთან.
ირანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოს ტერიტორიის მაქინაციური სქემებისთვის გამოყენება სიახლეს არ წამოადგენს. გასულ ათწლეულში, ამ მიზეზით, აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული არაერთი კომპანია დასანქცირდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის განვითარებული ინტენსიური დიპლომატიური ინტერაქციები, სულ უფრო ხელსაყრელ გარემოს ქმნის იმ ინდივიდებისთვის/ორგანიზაციებისთვის, რო
მლებიც ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს ემსა ხურებიან.
აღსანიშნავია, რომ “სამოქალაქო იდეამ” ამ კვლევის ფარგლებში გამოავლინა რამდენიმე საყურადღებო პრეცედენტი, რომელიც მოწმობს, რომ ირანის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანიებთან დაკავშირე ბული არიან საქართველოს და/ან სხვა ქვეყნის მოქალაქე პირები, რომლებიც იარაღის კონტრაბანდაში არიან ჩართულნი. მაგალითისათვის, ირანის მოქა ლაქეების ბიზნეს პარტნიორი თამაზ ჩადუნელი თანამშრომლობს ჩეხეთის მოქალაქე დალიბორ კოპპთან, რომელიც, თავის მხრივ, წლების წინ იარაღს აწვდიდა ჰამასსა და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს. მსგავსი ფაქტები ცხადყოფს, რომ საქართველოში ბიზნეს გარემო სულ უფრო გაუმჭვირვალე და კრიმინალური სქემებისთვის ხელსაყრელი ხდება.
25