
აშშ–ის ელჩი: "დღესაც, ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა"
02/07/2025 22:05:00 პოლიტიკა
"თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. ჩვენმა სამხედროებმა ეს ძალიან კარგად იციან. მადლობა მათ, ვინც მზად არიან გადაიხადონ უმაღლესი ფასი.
დღესაც, ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა — პოლიტიკურ ოპონენტებს ემუქრებათ პატიმრობა, სამოქალაქო საზოგადოება სამიზნედ იქცა, ხოლო განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეები „რადიკალებად“ იწოდებიან.
როგორც ვიცეპრეზიდენტმა თქვა: „თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით.“
დემოკრატიის თავისუფლებები არ უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა. ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ მათ დაცვას. ჯონ კენედის სიტყვებით: „თავისუფლების ფასი არის მუდმივი სიფხიზლე", –ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის ელჩმა რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.