Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებული ძალები ლატვიისგან Patria 6x6 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ლატვიისგან Patria 6x6 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს

02/07/2025 10:31:00 მსოფლიო

ლატვიის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Patria 6x6 ტიპის 42 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორის და სხვა სამხედრო ტექნიკის გადაცემა დაამტკიცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლატვიურმა მხარემ უკრაინის არმიისთვის ჯავშანტრანსპორტიორები ჯერ კიდევ ზამთარში შეუკვეთა და კიევი მიიღებს უშუალოდ ლატვიაში წარმოებულ ავტომობილებს. ლატვიის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს გავლენას არ მოახდენს ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჭიროებებსა და ოპერატიულ შესაძლებლობებზე.

„ჩვენი Patria-ს ტიპის ჯავშანტექნიკა დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას - როგორც წელს, ასევე მომავალ წელს ჩვენ უკრაინას გავუწევთ სამხედრო დახმარებას მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25%-ის ოდენობით“, - აცხადებენ ლატვიის თავდაცვის უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S