Accentnews.ge
აჭარაში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

აჭარაში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

30/06/2025 14:19:00 საზოგადოება, რეკლამა

ბათუმში, სასკოლო ლიგის ფარგლებში, ფეხბურთის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აჭარის 24 სკოლის 350-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.  საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბათუმის 30 და 18 საჯარო სკოლები  დაუპირისპირდნენ.  ბათუმის 30  საჯარო სკოლამ  მოწინააღმდეგე, ბათუმის 18 საჯარო სკოლა 4:2 ანგარიშით დაამარცხა. 

ახლა ფინალური შეხვედრა თბილისში იმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების - სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია. 

სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15 -მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში. 

სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს. 








ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S