Accentnews.ge
კობახიძე: ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში... ევროკავშირის მხრიდან სამარცხვინო გადაწყვეტილებაა

კობახიძე: ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში... ევროკავშირის მხრიდან სამარცხვინო გადაწყვეტილებაა

30/06/2025 12:23:00 პოლიტიკა

სადავო ლეგიტიმაციის მქონე საქართველო პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა, მთავრობის წევრები ვიზებს იღებენ. 

ამის შესახებ მან ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სანქციებს შეეხებოდა.  

"შეზღუდვები მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივ ვიღებთ ვიზებს, ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ არ არის. ბუნებრივია ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმა ეს მათი გადაწყვეტილებაა, მათი უფლებაა და ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად" - განაცხადა კობახიძემ.      

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S