Accentnews.ge
სენატორი გრემი: ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას

სენატორი გრემი: ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას

30/06/2025 10:35:00 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ახალი კანონპროექტის წარდგენას, - განაცხადა ABC-სთან ინტერვიუში ინიციატივის ავტორმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა.

„გუშინ, პირველად, პრეზიდენტმა გოლფის თამაშისას მითხრა, რომ დროა, ეს კანონპროექტი წინ წავწიოთ“, - თქვა გრემმა. მისი განცხადებით, სენატორები ტრამპს ინსტრუმენტს აძლევენ, რათა აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უკრაინასთან მოლაპარაკებები გამართოს.

გრემმა ასევე ისაუბრა კანონპროექტის ამუშავების მექანიზმზე. თუ რომელიმე ქვეყანა გააგრძელებს რუსეთისგან საქონლის შეძენას და ამავე დროს არ დაეხმარება უკრაინას, მაშინ მისი ექსპორტი შეერთებულ შტატებში 500-პროცენტიანი გადასახადით დაიბეგრება, დააზუსტა სენატორმა. მან ასეთი ქვეყნების მაგალითებად ინდოეთი და ჩინეთი მოიხსენია, რადგან ისინი რუსეთისგან ენერგორესურსებს ყიდულობენ და ამით მხარს უჭერენ რუსეთის თავდაცვის სექტორს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S