
ნიკოლ ფაშინიანი გარეგინ II-ზე: თავხედმა, რომელმაც დედა ეკლესია შებილწა, ის უნდა დატოვოს, თუ ნებაყოფლობით არ დატოვებს, მრევლი გაიყვანს მას, ქრისტიანული წესით
26/06/2025 21:44:00 კავკასია
რა უფლება აქვს ჯგუფს, რომელმაც ღვთისმოსაობის აღთქმა დაარღვია და იესო ქრისტეს უღალატა, ისაუბროს სამართალსა და სანდოობაზე? , - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გარეგინ II დიდი საყდარი უნდა დატოვოს.
“ამ ჯგუფს დედა საყდრის სახელით საუბრის უფლება არ აქვს. თავხედმა [გარეგინ II], რომელმაც დედა ეკლესია შებილწა, ის უნდა დატოვოს. თუ ნებაყოფლობით არ დატოვებს, სომხური სამოციქულო ეკლესიის მორწმუნე მრევლი გაიყვანს მას, ქრისტიანული წესით. დიდება საყდარს!”, - წერს ფაშინიანი.