Accentnews.ge
სახდეპის კომენტარი რობინ დანიგანის, უაით ტოლკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე

სახდეპის კომენტარი რობინ დანიგანის, უაით ტოლკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე

25/06/2025 18:53:00 პოლიტიკა

16 ივნისს ელჩ რობინ დანიგანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩევლ, უაით ტოლკესსა და სადავო ლეგიტიმაციის მქონე საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.  

როგორც "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განუცხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩამოაყალიბა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების დასაწყებად. 

"საქართველოში აშშ–ის ელჩი რობინ დანიგანი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი უაით ტოლკი შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობები. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსადმი ჩვენი მიდგომის გადახედვას, ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩამოაყალიბა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების დასაწყებად", - განუცხადა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით 16 ივნისსვე გაავრცელა ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

„აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მზაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით“, — ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S