Accentnews.ge
კატარმა საჰაერო სივრცე დახურა

კატარმა საჰაერო სივრცე დახურა

23/06/2025 20:47:00 მსოფლიო

კატარმა საჰაერო სივრცე დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე მიიღეს და მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

მანამდე, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა კატარში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

ცნობისთვის, აშშ-ს მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, ირანი აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბაზებზე იერიშებით დაემუქრა.

კატარში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზა, ალ-უდეიდას ავიაბაზა მდებარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S