
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები B-2 ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით, GBU-57A/B ბომბებით დაბომბა
22/06/2025 09:52:00 მსოფლიო
ოთხძრავიან B-2-ს შეუძლია იყოს აღჭურვილი ბირთვული ან ჩვეულებრივი იარაღით, მას ორკაციანი ეკიპაჟი მართავს, აქვს 40 000 ფუნტი [20 ტონა] ტვირთამწეობა და შეუზღუდავი დიაპაზონი საჰაერო საწვავის შევსებით.
აშშ-ის საჰაერო ძალების ინვენტარში მხოლოდ 20 B-2 ტიპის თვითმფრინავია. თითოეული ბომბდამშენის ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარია.
CNN-ს ოპერაციასთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს მასიური საბრძოლო მასალის შეღწევადობის (MOP) ბომბი - GBU-57A/B - გამოიყენა, რომელიც „ბუნკერის ამფეთქებლის“ სახელითაა ცნობილი.
თავის მიმართვაში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები ამჟამად სრულად განადგურებულია და ყველა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ირანის საჰაერო სივრცე დატოვა.