
"EBRD მზადაა, ანაკლიის პორტის ინვესტორის მოძიების გაიოლებაში დაგვეხმაროს"
06/03/2020 12:24:01 ეკონომიკა
"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მზადაა, ანაკლიის პორტის ინვესტორის მოძიების გაიოლებაში დაგვეხმაროს", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური იყო და რჩება სტრატეგიულ პროექტად. ახლა კონკრეტული გეგმა არის ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება. ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ბევრად უკეთაა ინვესტორებთან მუშაობაში სპეციალიზებული, მუშაობს ახალ პირობებზე. ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მზადაა, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და კონსულტანტების მეშვეობით დაგვეხმაროს, რათა მომავალში გაიოლდეს ინვესტორის მოძიება. როგორც იცით, გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ დაასრულა საპროექტო სამუშოები და ახალი ინვესტორის გრაფიკის შესაბამისად დაიგეგმება იმ საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ანაკლიის პორტს ჩვენს მაგისტრალებს დააკავშირებს", – განაცხადა ცქიტიშვილმა.