
რიში: „ქართული ოცნების" მთავრობა ქვეყანას ერთპარტიულ ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან აახლოებს"
20/06/2025 09:00:00 პოლიტიკა
აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ქვეყანას ერთპარტიულ ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან აახლოებს.
"ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დრაკონული კანონების მიღება და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია. მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს, როცა ქვეყანა სულ უფრო შორს მიჰყავს მომავლისგან, რომელიც ხალხს სურს და ერთპარტიულ ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან აახლოებს. აშშ– საქართველოს ურთიერთობები დაფუძნებულია საერთო ფასეულობებსა და ინტერესებზე, რომლებიც ამჟამინდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო და საგანგაშოდ შეტრიალდა ჩინეთისა და რუსეთისკენ, რომელთა ავტორიტარული სტილის მმართველობას სულ უფრო ხშირად ჰბაძავს", – წერს რიში სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის შემზღუდავი კანონები მიიღო და მათი აღსრულება დაიწყო.