
აშშ–ში აივ-ინფექციის პრევენციისთვის პრეპარატი დაამტკიცეს
19/06/2025 18:51:00 მსოფლიო
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) აივ-ინფექციის პრევენციისთვის Gilead Sciences-ის პრეპარატი სახელწოდებით ლენაკაპავირი დაამტკიცა.
პირმა ლენაკაპავირის ინექცია 6 თვეში ერთხელ უნდა გაიკეთოს. ის აშშ-ში ბრენდის სახელწოდებით "Yeztugo" გაიყიდება, რომლის ფასი წელიწადში 28,218 აშშ დოლარი იქნება.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს პრეპარატი შეძლებს, დაასრულოს 44-წლიანი აივ–ეპიდემია.
FDA–ს ცნობით, ლენაკაპავირი კვლევებში თითქმის 100%-ით ეფექტური აღმოჩნდა აივ-ინფექციის პრევენციისთვის.
შიდსის კვლევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კევინ რობერტ ფროსტმა მოუწოდა Gilead-ს და აშშ-ის მთავრობას, უზრუნველყონ, რომ ლენაკაპავირის მსურველებმა შეძლონ მისი მიღება.
Gilead–ის ინფორმაციით, ის უზრუნველყოფს თანაგადახდით დახმარებას დაზღვეული პირებისთვის და შესაძლოა, პრეპარატი უფასოდ იყოს ხელმისაწვდომი დაუზღვეველი პირებისთვის განკუთვნილი პროგრამის ფარგლებში.