Accentnews.ge
ირანს და ისრაელს შორის საომარი მოქმედებები გრძელდება, თეირანი არაკის ბირთვულ რეაქტორზე, ხოლო ისრაელი საავადმყოფოზე თავდასხმის შესახებ იუწყება

ირანს და ისრაელს შორის საომარი მოქმედებები გრძელდება, თეირანი არაკის ბირთვულ რეაქტორზე, ხოლო ისრაელი საავადმყოფოზე თავდასხმის შესახებ იუწყება

19/06/2025 10:28:00 მსოფლიო

ირანს და ისრაელს შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. 

ირანის სახელმწიფო მედია IRIB-ის იუწყება, რომ ისრაელმა თავდასხმა განახოეციელა არაკის მძიმე წყლის ბირთვულ რეაქტორზე, რომელიც თეირანიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით, 250 კილომეტრში მდებარეობს.

IRIB-ის ცნობით, ობიექტის მიმართულებით ორი ჭურვი ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე ისროლეს. მისივე ინფორმაციით, ობიექტს სერიოზულად არ დაზიანებულა და რადიაციის გაჟონვის საშიშროება არ არის.

მანამდე, 18 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა არაკის ობიექტის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობას ევაკუაიისკენ მოუწოდეს: „ამ ტერიტორიაზე თქვენი ყოფნა თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“.

არაკის მძიმე წყლის რეაქტორი

       არაკის მძიმე წყლის რეაქტორი აშშ-სთან და სხვა სახელმწიფოებთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მთავარი თემა იყო, რადგან მძიმე წყალი (იგივე დეიტერიუმის ოქსიდი) შეიძლება, გამოყენებულ იქნას ბირთვული იარაღის საწვავის – პლუტონიუმის წარმოებისთვის. შეთანხმების თანახმად, ირანს არაკის მშვიდობიან კვლევით ობიექტად გადაკეთება ევალებოდა, რომელსაც აღარ შეეძლებოდა ბირთვული იარაღისთვის პლუტონიუმის წარმოება. თუმცა, შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ და მის შემდეგ წლებში ირანმა დაარღვია შეთანხმების ზოგიერთი ასპექტი და აღარ აძლევს გაეროს ინსპექტორებს უფლებას, აკონტროლონ მისი მძიმე წყლის წარმოება ან მარაგი.

თავის მხრივ, ისრაელი აცხადებს, რომ ხუთშაბათს დილით ირანმა ისრაელის მიმართულებით „ათობით“ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც "მშვიდობიანი მოსახლეობის ტერიტორიებზე რამდენიმე დარტყმა განხორციელდა".

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის მეირ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ისრაელში სამხრეთ ნაწილში მდებარე სოროკას საავადმყოფოს მოხვდა. იუწყებიან დაშავებულების შესახებ.


ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს დილით აფეთქებების ხმა ისმოდა თელ-ავივსა და იერუსალიმშიც.

ცნობისთვის: ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას 13 ივნისიდან აწარმოებს და მთავარ მიზნად ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება და დასრულება აქვს გამოცხადებული. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლია ორივე მხარეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S