Accentnews.ge
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind ვორკშოპს “ფინტექის მომავალი AI-ის ეპოქაში“ გამართავს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind ვორკშოპს “ფინტექის მომავალი AI-ის ეპოქაში“ გამართავს

18/06/2025 18:48:00 ეკონომიკა, რეკლამა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განათლების შესაძლებლობების შექმნით განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, Startup Grind-თან თანამშრომლობით, 19 ივნისს ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება თემაზე — „ფინტექის მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.

ღონისძიებას გაუძღვება შილ მოჰნოტი — ფინტექ ინვესტორი და Better Tomorrow Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც არაერთი მილიარდდოლარიანი სტარტაპის შექმნასა და გლობალურ განვითარებაში შეიტანა წვლილი.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ფინტექის ევოლუცია — როგორ ჩამოყალიბდა ინდუსტრია და როგორ შეცვალა იგი ტექნოლოგიურმა და ეკონომიკურმა ტენდენციებმა;
  • შილის პირადი გამოცდილება — დამფუძნებლობიდან ვენჩურული კაპიტალის სამყარომდე: გაკვეთილები, გამოცდილება და მიგნებები;
  • დღევანდელი ფინტექ რეალობა — სად იმალება შესაძლებლობები და რა რისკებზეა აუცილებელი ფოკუსირება;
  • AI და ფინტექის შერწყმა — როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ინდუსტრიის წესებს და როგორ უნდა მოერგონ ამ ცვლილებებს სტარტაპები;
  • სტრატეგიული რჩევები კომპანიებისთვის — AI-ის ეფექტიანი ინტეგრაცია პროდუქტებსა და პროცესებში.

ვორკშოპი 19 ივნისს 10:00 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის 37 მ-ში გაიმართება.

სესია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს ღონისძიებაზე დასწრება 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ბილეთები ხელმისაწვდომია Startup Grind-ის ვებგვერდზე.

ცნობისთვის, ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში იმართება, რომელიც ბიზნესის მხარდამჭერ საგანმანათლებლო პროექტებს, პრაქტიკულ ვორქშოპებსა და თემატურ ღონისძიებებს აერთიანებს, რაც ბიზნესებს თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S