
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, მათ შორის საქართველოს შესახებ იმსჯელებენ
19/06/2025 09:00:00 პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ბრიუსელში 23 ივნისს გაიმართება, მათ შორის საქართველოს შესახებ იმსჯელებენ.
სხდომას რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გაუძღვება და ერთ–ერთი მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ იქნება.
გარდა ამისა, მთავარ საკითხთა შორისაა ვითარება შუა აღმოსავლეთსა და ლიბიაში. ასევე გაიმართება მსჯელობა ისრაელის მიერ ირანზე შეტევასა და ირანის საპასუხო დარტყმებზე.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, საქართველოს შესახებ საბჭოს მონაწილეებისთვის მომზადებულ ინფორმაციაში კვლავ მეორდება, რომ „თუკი საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს მოქმედების ახლანდელი კურსი, ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გზას გაწევრიანებისკენ“.