
სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
18/06/2025 16:12:00 პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლონდონში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე ცნობით, ის ლონდონში, ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრ სტივენ დაუთისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელ, ჰანა შაჰისს შეხვდა.