Accentnews.ge
ნათია თურნავა: „იტალიასთან ფრენების შეწყვეტა ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა“

ნათია თურნავა: „იტალიასთან ფრენების შეწყვეტა ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა“

06/03/2020 11:44:08 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, იტალიასთან ფრენების შეწყვეტა ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, მოქალაქეების ჯანმრთელობა პრიორიტეტია, ამიტომ თურნავა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილებას ყოვლად გამართლებულს და დროულს უწოდებს.

„ტურიზმის ინტერესებიდან გამომდინარეც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნოს, მათ შორის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს ყოვლად გამართლებული და დროული გადაწყვეტილებაა",-აცხადებს თურნავა.

მინისტრი ვერ აკონკრეტებს, რამდენ ხანს გაგრძელდება პირდაპირი ფრენების შეზღუდვა.

ცნობისთვის: პირდაპირი ფრენები სამ ქვეყანასთან: ირანთან, ჩინეთთან და ახლა უკვე იტალიასთანაა შეწყვეტილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S