Accentnews.ge
რუსული სახელმწიფო კომპანიის სანქცირებული ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფებოდა

რუსული სახელმწიფო კომპანიის სანქცირებული ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფებოდა

17/06/2025 19:19:00 პოლიტიკა

რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს ეწვია და შეხვედრები გამართა ეკონომიკის სამინისტროში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო კომპანია “როსსეტი” ავრცელებს.

ცნობისთვის, რიუმინი სანქცირებულია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და შვეიცარიის მიერ.

განცხადების თანახმად, “ფედერალური ქსელური კომპანია - როსსეტის” დელეგაცია, კომპანიის გენერალური დირექტორი ანდრეი რიუმინის მეთაურობით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

“შედგა შეხვედრა ქვეყნის უდიდესი ენერგოკომპანია “საქრუსენერგოს” ხელმძღვანელობასთან, რომლის კაპიტალში 50%-იან წილებს ფლობენ “როსსეტი” და საქართველოს მთავრობა. განიხილებოდა ელექტროქსელების სანდოობის საკითხები, მიმდინარე შედეგები და საინვესტიციო გეგმები. ასევე, შეჯამებულ იქნა 2024 წლის სამრეწველო და ფინანსურ-ეკონომიკური შედეგები…

ასევე, შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელზეც განიხილებოდა მოდერნიზაციასთან და ელექტრო-ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა”, - ნათქვამია რუსული სახელმწიფო კომპანია “როსსეტის” განცხადებაში.

სანქციები ანდრეი რიუმინის წინააღმდეგ

ანდრეი რიუმინი ევროკავშირის სანქციების სიაში 2022 წლის 15 მარტს შეიყვანეს, სანქციების მეოთხე პაკეტის მიღების შემდეგ სტატუსით: ეკონომიკის საკვანძო სექტორში „ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენი“ და 2022 წლის 24 თებერვალს ვლადიმირ პუტინთან „ოლიგარქიულ“ შეხვედრაში მონაწილეობა. ეს შეფასდა უკრაინის სუვერენიტეტის შემაფერხებელი პოლიტიკის მხარდაჭერად. ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, გაიყინა რიუმინისა და "როსსეტის" აქტივები ევროკავშირში, აიკრძალა მათთან ნებისმიერი ტრანზაქცია, ხოლო თავად რიუმინს აეკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა.

დიდმა ბრიტანეთმა რიუმინი სანქციების სიაში იმავე დღეს, 2022 წლის 15 მარტს, შეიყვანა კომპანიების, "Роснефти-სა" და "Яндекс-ის" კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად. ის ე.წ. აქტივების გაყინვის სიაში (asset freeze list) შეიყვანეს - მისი აქტივები დიდ ბრიტანეთში გაყინულია, ბრიტანულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მასთან საქმიანი ურთიერთობა ეკრძალებათ, ხოლო თავად მას ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირის მსგავსად, მას პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენად მიიჩნევენ სტრატეგიულ სექტორში, რომელსაც სახელმწიფო შემოსავალი მოაქვს.

კანადამ რიუმინს სანქციები 2022 წლის 18 მაისს დაუწესა. კანადის მთავრობის განცხადებით, ეს არის პასუხი უკრაინაში „რუსეთის აგრესიაზე“ და ზომა „ოლიგარქებისა და მათი გარემოცვის“ წინააღმდეგ. სანქციები მიმართულია პუტინთან დაახლოებული სახელმწიფო მენეჯერების, მათ შორის „როსსეტის“ აღმასრულებელი დირექტორის, ანდრეი რიუმინის მიმართ. კანადამ გაყინა ქვეყნის ტერიტორიაზე რიუმინის აქტივები და კანადელებს მასთან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება აუკრძალა.

შვეიცარიამ ევროკავშირის მიერ დაწესებული ზომები გაიზიარა და რიუმინს სანქციები 2022 წლის 16 მარტს დაუწესა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S