Accentnews.ge
არაბული და მუსლიმური ქვეყნების 20 საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანზე ისრაელის თავდასხმებს ვგმობთ

არაბული და მუსლიმური ქვეყნების 20 საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანზე ისრაელის თავდასხმებს ვგმობთ

17/06/2025 12:02:00 მსოფლიო

არაბული და მუსლიმური ქვეყნების 20 საგარეო საქმეთა მინისტრი ერთობლივ განცხადებაში ირანზე ისრაელის თავდასხმებს გმობენ. განცხადებაში დიპლომატები „ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ რეგიონში სახიფათო ესკალაციის გამო“ და „ადასტურებენ სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კეთილმეზობლობის პრინციპებისადმი პატივისცემის აუცილებლობას, მოუწოდებენ ყველა მხარეს მშვიდობიანი გზით მოაგვარონ დავები“.

ასევე, მინისტრების განცხადებაში საუბარია ბირთვული იარაღისა ყოველგვარი მასობრივი განადგურების იარაღისგან თავისუფალი ახლო აღმოსავლეთის შექმნის აუცილებლობაზე. მინისტრები ასევე მოუწოდებენ ქვეყნებს, შეუერთდნენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას.

„კონფლიქტი უნდა გადაიჭრას არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ ეგვიპტის, იორდანიის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ბრუნეის, თურქეთის, ჩადის, ალჟირის, კომორის კუნძულების, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ჯიბუტის, საუდის არაბეთის, სუდანის, სომალის, ერაყის, ომანის, კატარის, კუვეიტის, ლიბიისა და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S