Accentnews.ge
„დიდი შვიდეულის” ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს: ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ

„დიდი შვიდეულის” ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს: ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ

17/06/2025 09:44:00 მსოფლიო

„დიდი შვიდეულის” ლიდერებმა სამიტის პირველი დღის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

„ჩვენ, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები, ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. ამ კონტექსტში, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი. ჩვენ კიდევ ერთხელ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. ასევე, ვადასტურებთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მნიშვნელობას. ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა. ჩვენ მუდმივად ნათლად ვაცხადებდით, რომ ირანს არასდროს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ირანის კრიზისის მოგვარებამ გამოიწვიოს საომარი მოქმედებების უფრო ფართო დეესკალაცია ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა. ყურადღებას გამოვიჩენთ საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე ამ შედეგების მიმართ და მზად ვართ კოორდინაციისთვის, მათ შორის მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან, ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშულია განცხადებაში.

როგორც „სიენენი” წერს, განცხადებამ დონალდ ტრამპის მხარდაჭერა კორექტირების შემდეგ მოიპოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S