
ირანის პრეზიდენტი: სრული უფლება გვაქვს, ვისარგებლოთ ბირთვული ენერგიით
16/06/2025 12:50:00 მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი ირანელ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანს სრული უფლება აქვს, ბირთვული ენერგიით ისარგებლოს.
„ირანელმა ხალხმა ხელები უნდა ჩასჭიდოს ერთმანეთს და მტკიცედ დაუპირისპირდეს ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას. ჩვენ სრული უფლება გვაქვს, ვისარგებლოთ ბირთვული ენერგიით და ჩავატაროთ კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოების ინტერესების უკეთესად მომსახურებას და მიზნების მიღწევას“, - განაცხადა პეზეშკიანმა.
მისი მტკიცებით, ირანი აგრესორი ქვეყანა არ არის.