
ირანი ადასტურებს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე დაიღუპნენ
16/06/2025 04:49:45 მსოფლიო
თეირანში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამად კაზემი და მისი მოადგილე, გენერალი ჰასან მოჰაკიკი დაიღუპნენ, - CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ირანული სახელმწიფო მედია იუწყება.
გუშაგთა კორპუსმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჰაერო კოსმოსური ძალები საპასუხო ქმედებებს ისრაელის დაზვერვის ცენტრებზე სარაკეტო დარტყმების ახალი ტალღით განახორციელებენ.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს ირანის წინააღმდეგ ოპერაციას, რომლის მიზანია შეამციროს ეგზისტენციალური საფრთხე, რომელსაც ირანი ისრაელს უქმნის.