
„WHO ვაჭრობისა და მგზავრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ამ ეტაპზე არ გასცემს“
06/03/2020 08:26:47 ეკონომიკა, საზოგადოება
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ვაჭრობისა და მგზავრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ამ ეტაპზე არ გასცემს“, – ამის შესახებ საქართველოში WHO-ს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიო დომენტემ განაცხადა.
„მსგავს რეკომენდაციას ჯერ–ჯერობით არ ვიძლევით, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა თავად მიიღონ დამატებითი ზომები. ერთადერთი, რასაც ითხოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, არის ის, რომ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, ამ ზომების შესახებ აცნობონ ორგანიზაციას და ასევე, დაასაბუთონ აღნიშნული ზომების აუცილებლობა. საქართველოში WHO-ს ოფისი ელოდება, თუ ქვეყანა რამე დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს, აუცილებლად აცნობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. იმედია, აღნიშნული ზომები მხოლოდ მოკლევადიანი იქნება და ვაჭრობასა და გადაადგილებაზე ძალიან ნეგატიურ ზემოქმედებას არ მოახდენს“, – განაცხადა დომენტემ.