Accentnews.ge
ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი დაიღუპა

ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი დაიღუპა

13/06/2025 09:00:00 მსოფლიო

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის, IRINN-ის ცნობით, ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი დაიღუპა. 

ირანის უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი, მოჰამედ ბაგერი მეორე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

მანამდე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარსარდალი, გენერალი ჰოსეინ სალამი დაიღუპა. 

შეგახსენებთ, ისრაელში რამდენიმე საათის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ მძიმე საფასურს გადაიხდიან. ისრაელს მკაცრი სასჯელით დაემუქრა ირანის სულიერი ლიდერიც.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S