Accentnews.ge
გვარამიას არ აპირებს პროცესზე მისვლას, რომელზეც პროკურატურა სავარაუდოდ, მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს

გვარამიას არ აპირებს პროცესზე მისვლას, რომელზეც პროკურატურა სავარაუდოდ, მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს

13/06/2025 08:38:00 პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

თეა წულუკიანის კომისიაზე შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო დღეს სასამართლო პროცესია 11:00 საათზეა დანიშნული.

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია TV პირველის ეთერში ამბობს, რომ დღეს სასამართლო პროცესზე მისვლას არ აპირებს. 

„ამ ფონზე ჩემი, ნიკას [მელია], ზურას [ჯაფარიძე] და სხვების ციხეში არ ჯდომა მგონი უკვე უხერხულობად იქცა ამ ქვეყანაში. ისეთი ვითარებაა, რომ ვინც გარეთ არის, ისინი უხერხულად ვგრძნობთ თავს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებით მათეს დღევანდელი დაკავების ფონზე, ხვალ ჩემი არ დაკავება უმძიმესი რამე იქნება ჩემთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება სინამდვილეში – ეს ნახევრად ხუმრობით გითხარით.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მეც და ყველა დანარჩენსაც გაგვაძლიერებს… დიდ მნიშვნელობას მე არ ვანიჭებ დღეს ღამე დამიჭერენ თუ ხვალ შუა დღეს – არავითარი მნიშვნელობა ამას არ აქვს… არც სახლში და არც ოფისში [არ ველოდები]. არ მინდა, რომ ამ სიგიჟის მყოფი რეჟიმისთვის სამიზნეებად ჩემი ოჯახის წევრებზე, ბავშვებს და სოფოსაც ისედაც ბევრის გადატანა უწევთ და კიდე ჩემს დაპატიმრებას უყურონ სახლში, ამის სურვილი ნამდვილად არ მაქვს და ამას არ გავაკეთებ.

არც პარტიაში და ჩემს მეგობრებთან არ ვაპირებ ამას – რადგან ძალიან ემოციურად მოწყვლად მდგომარეობაში ჩავაგდებ და არ ვიცი რა ბედი ეწევათ. ამას ბოლო წამს გადავწყვეტ. ხშირად ბოლო წამს, ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებას – ამ წუთას მართლა არ ვიცი, გულწრფელად ვამბობ. მაგრამ ისეთ ადგილზე ვიქნები, სადაც ყველაზე უფრო შესაბამისი იქნება დროც და კონტექსტიც ამისთვის”,- ამბობს გვარამია.

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება ნიკა გვარამიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 30 000-ლარიანი გირაოს სავარაუდოდ, პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან ბრალდებულმა პოლიტიკოსმა მისთვის დაკისრებული გირაო კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S