Accentnews.ge
დონალდ ტრამპი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ახლო აღმოსავლეთიდან პერსონალის ევაკუაცია ხდება: ეს ადგილი შესაძლოა, საშიშ ზონად იქცეს

დონალდ ტრამპი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ახლო აღმოსავლეთიდან პერსონალის ევაკუაცია ხდება: ეს ადგილი შესაძლოა, საშიშ ზონად იქცეს

12/06/2025 05:31:39 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ახლო აღმოსავლეთიდან პერსონალის ევაკუაცია ხდება.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამერიკის ლიდერს როდესაც ჰკითხეს, რატომ ხდება მათი ევაკუაცია, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ადგილი შესაძლოა, სახიფათო გახდეს.

„ეს ადგილი შესაძლოა, საშიშ ზონად იქცეს. დაველოდოთ მოვლენებს. ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, მანამდე „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ ერაყში მდებარე საელჩოს ნაწილობრივი ევაკუაციისთვის ემზადებოდა და სამხედროების ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ ერაყის დატოვების საშუალებას აძლევდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S