Accentnews.ge
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე დაინიშნა

11/06/2025 20:02:38 პოლიტიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე დაინიშნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მთავრობის წევრების შემადგენლობას ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადეს.

"ჩემთვის ძალიან კარგად და ზედმიწევნით ნაცნობია ჩვენი დევნილების პრობლემები. მე ამ სტრუქტურაში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება მაქვს მიღებული, შესაბამისად შევეცდები ძალ-ღონე, დრო და ენერგია არ დავზოგო იმისთვის, რომ ჩვენ დევნილებისთვის შევქმნათ უკეთესი პირობები და ის გამოწვევები რაც მათ წინაშე დღეს დგას, მაქსიმალურად გადავჭრათ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

გიორგი ჯინჭარაძე წლების განმავლობაში საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2021-2024 წლებში იკავებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობებს. მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც აღნიშნული პოზიცია 2025 წლის 2 ივნისს დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S