Accentnews.ge
გიორგი ახობაძის ადვოკატი: როდესაც მოწმე იბნეოდა და პასუხის გაცემა უჭირდა, პროკურორი აწვდიდა პასუხებს - საქმეში პოლიციელების გარდა სხვა მოწმეები არც არიან

გიორგი ახობაძის ადვოკატი: როდესაც მოწმე იბნეოდა და პასუხის გაცემა უჭირდა, პროკურორი აწვდიდა პასუხებს - საქმეში პოლიციელების გარდა სხვა მოწმეები არც არიან

11/06/2025 19:50:00 სამართალი

როგორც ყველა სხვა სასამართლო სხდომაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე იბნეოდა და პასუხის გაცემა უჭირდა, პროკურორი აწვდიდა პასუხებს , - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის ადვოკატმა, მარიამ მაძღარაშვილმა სასამართლოო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მოწმე პოლიციელი დაიკითხა.

ადვოკატის თქმით, დღევანდელმა მოწმემ პროცესზე უამრავი სიცრუე ილაპარაკა, რასაც ბრალდებული არ ეთანხმებოდა.

“დღეს დაიკითხა კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამ საქმეში პოლიციელების გარდა, სხვა მოწმეები არც არიან. აბსოლუტურად იდენტურ ჩვენებას გვაძლევდა, რასაც ყველა სხვა პოლიციელი, არაფერი განსხვავებული არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა პროცესზე, სადაც მოწმეები იკითხებოდნენ, იმ შემთხვევაში, როდესაც ვსვამდით ისტორიიდან გადახვეულ კითხვებს, ამაზე პასუხი არ ჰქონდათ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ პასუხი არ გაეცათ ჩვენთვის.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სიცრუე თქვა, რასაც გიორგი არ ეთანხმებოდა, მათ შორის, ძალიან ბევრი ალოგიკური პასუხი გაგვცა, რაც შეუძლებელია, რომ სიმართლე იყოს იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ ლოგიკაში არ ჯდება. პასუხები არ ჰქონდათ ისეთ მარტივ რაღაცებზე, როგორიც არის, მაგალითად, რას აკეთებდა გიორგი ახობაძე, როდესაც, ვითომ და, გაჩერებული იყო სანაპიროზე - ამაზე პასუხი არცერთ პოლიციელს არ აქვს, როგორც ჩანს, არ არიან ამაზე წინასწარ შეთანხმებული.

გარდა ამისა, როგორც ყველა სხვა სასამართლო სხდომაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე იბნეოდა და პასუხის გაცემა უჭირდა, პროკურორი აწვდიდა პასუხებს”, - აღნიშნა მაძღარაშვილმა.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-იდან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S