Accentnews.ge
ხაზარაძე - ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ: ერთობლივი პლატფორმა უნდა აღდგეს

ხაზარაძე - ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ: ერთობლივი პლატფორმა უნდა აღდგეს

11/06/2025 19:46:00 პოლიტიკა

პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ხაზარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა თავად მოითხოვა. ის ამბობს, რომ შეხვედრის მიზანი „ძლიერი ერთობის აღდგენაა“.

„დღეს ჩვენივე თხოვნით შევხვდით პრეზიდენტს და მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ამ შეხვედრების მიზანი არის, რომ აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, პოლიტიკური ცხოვრებით და ძალიან სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში. ჩვენი საუბარი ეხებოდა ამ ერთობის აღდგენას და განმტკიცებას.

მე ვხედავ რესურსს [ერთობის აღდგენის]. ქვეყანა არის უფსკრულის პირას და ვინც აცნობიერებს, რომ თუ რაიმე არ მოვიმოქმედეთ ერთობისკენ, ყოველგვარი ამბიციები უკან გადადებული და ამას ითხოვენ მშობლები, პროტესტანტები, ყველა ამას ითხოვს, საზოგადოება ითხოვს ერთობას, ამიტომ უნდა დავანებოთ ყველაფერს თავი და ვიფიქროთ იმაზე, რა არის გამარჯვების ფორმულა. მაგრამ სანამ ამაზე ჩამოვყალიბდებით, ეს უნდა შეჯერდეს, პირველ რიგში უნდა აღდგეს ერთობლივი პლატფორმა,“  – თქვა ხაზარაძემ შეხვედრის შემდეგ.

მანამდე სალომე ზურაბიშვილს შეხვდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია.

თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაზე ნიკა გვარამიამ განაცხადა:

„რესურსზე ვერ გეტყვით, მაგრამ საჭიროებას ვხედავ, რესურსს რაც შეეხება იმედია ვიპოვით ჩვენს თავში რესურსებს რომ ესეთი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ თუმცა ვაცნობიერებ იმას, რომ ალბათ ყველანი არ დაეთანხმებიან ამ პოზიციას, მე საკმაოდ შეზღუდული მაქვს დრო იმისთვის რომ ვინმეს შეხვდე, იმიტომ რომ ზეგ გასაგები იქნება, რაც მოხდება, მაგრამ ვფიქრობ რომ ზოგადად ერთიანი გადაწყვეტილება საჭიროა, ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლა რთულად წარმოსადგენია“ – თქვა ნიკა გვარამიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S