Accentnews.ge
მილანში საკონსულო, რომლის ინაუგურაციაც გუშინ შედგა, 2023 წლიდან ფუნქციონირებს

მილანში საკონსულო, რომლის ინაუგურაციაც გუშინ შედგა, 2023 წლიდან ფუნქციონირებს

11/06/2025 13:30:00 პოლიტიკა

ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გახსნას.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლებას არ ადარდებს დიპლომატიური იზოლაცია და ნებისმიერი სურათი თუ ხელის ჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი, ფასდაუდებელი გახდა.

„მილანში საკონსულო 2023 წლის 24 ნოემბრიდან ოპერირებს და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია 2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული „გახსნის“ ცერემონია, თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობითა და ზარ-ზეიმით, მგალობელთა გუნდის ჩაყვანით, ესე იგი სერიოზული ხარჯებით, რით უნდა აიხსნას?

ერთი იმით, რომ აჩვენონ ხალხს, მათზე სანქციები არ მუშაობს, სადაც უნდათ ჩადიან და „შოპინგობენ".

მეორე - არ ადარდებთ დიპლომატიური იზოლაცია, მაგრამ ნებისმიერი სურათი, თუ ხელის ჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი, ფასდაუდებელი გახდა და ამ სურათებს ამიტომ აფრიალებენ.

მოკლედ, ყველაფერი იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ყველაფერი კარგად და ძველებურად გრძელდება, რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს …“ - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე, სადავო ლეგიტიმაციის მქონე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან  ერთად დაესწრო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საკონსულოს გახსნა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი შესაბამის მომსახურებას გაამარტივებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S