
რუსული კანონის მხარდამჭერი ხატია წილოსანი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი იქნება
10/06/2025 12:09:00 პოლიტიკა
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ხატია წილოსანი იქნება.
წილოსანი ამ თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი იქნება.
ხატია წილოსანი 2019-2020 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. იგი ასევე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
2020-2024 წლებში ხატია წილოსანი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
ხატია წილოსანი იმ დეპუტატებს შორის იყო, ვინც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.